1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9200 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9200 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9480 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0280 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3338 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3669 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0331 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა