5 ივლისის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი სასამართლომ გაათავისუფლა

5 ივლისის საქმეზე ბრალდებული მოძალადე უშანგი დათუნაშვილი მოსამართლემ გაათავისუფლა. მან მას აღკვეთი ღონისძიება, პატიმრობა, გირაოთი შეუცვალა.

დათუნაშვილი “რუსთავი 2- ის” ოპერატორის ცემის ეპიზოდში მონაწილეობდა.

საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა უკვე დასრულდა.

პროცესზე დაიკითხნენ: რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტი და “რუსთავი2-ის” ოპერატორი.

საქმე ეხება მრგვალი ბაღისა და თბილისი “გალერეას” ეპიზოდებს. პირველ შემთხვევაში, გაეროს მიმდებარედ 10-მდე მოძალადე დაესხა თავს და სასტიკად გაუსწორდა მედიის ორ წარმომადგენელს, როდესაც ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, თუმცა მოუხედავად იმისა, რომ ადგილზე არაერთი სამართალდამცველი იმყოფებოდა, რეაგირება არავის მოუხდენია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share