6 – 9 ოქტომბერს ქ. ბათუმში , ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში ოთარ ბაკურაძის საერთაშორისო ტურნირი 2009 -2010 – 2011 წწ დაბადებულ ჭაბუკებს შორის გაიმართა.
შეჯიბრზე წარმატებით გამოვიდნენ და შინ 12 მედალი , მათ შორის 4 ოქრო, 4 ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო წამოიღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ბერძნულ – რომაული ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა.
I ადგილი
გიორგი ჩხიკვაძე – 38 კგ
ლომჯარია ვასო – 57 კგ
ნიკოლოზ ჯოგლიძე – 75 კგ
საბა ტაკიძე – 85 კგ
I I ადგილი
ერეკლე მაჭარაშვილი – 48 კგ
დავით გობრონიძე – 57 კგ
მამუკა ცინცაძე – 75 კგ
გიორგი წიკლაური – 85 კგ
III ადგილი
გაბრიელ თავბერიძე – 41 კგ
ნიკოლოზ კუტუბიძე – 44 კგ
საბა ჭელიძე – 52 კგ
ლაზარე გიგოტიშვილი – 57 კგ
ოზურგეთელი მოჭიდავეები ასპარეზობისთვის ძმებმა ვლადიმერ და ირაკლი ზურაბიანებმა, კახაბერ აბაშიძემ, ლაშა გუჯაბიძემ, ლაშა ქადიეშვილმა, დავით და გურამ მაჭარაშვილებმა და გურამ აბაშიძემ მოამზადეს