ოზურგეთელი მოჭიდავეების 12 მედალი საერთაშორისო ტურნირზე

6 – 9 ოქტომბერს ქ. ბათუმში , ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში ოთარ ბაკურაძის საერთაშორისო ტურნირი 2009 -2010 – 2011 წწ დაბადებულ ჭაბუკებს შორის გაიმართა.
შეჯიბრზე წარმატებით გამოვიდნენ და შინ 12 მედალი , მათ შორის 4 ოქრო, 4 ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო წამოიღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ბერძნულ – რომაული ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა.
🥇 I ადგილი
გიორგი ჩხიკვაძე – 38 კგ
ლომჯარია ვასო – 57 კგ
ნიკოლოზ ჯოგლიძე – 75 კგ
საბა ტაკიძე – 85 კგ
🥈 I I ადგილი
ერეკლე მაჭარაშვილი – 48 კგ
დავით გობრონიძე – 57 კგ
მამუკა ცინცაძე – 75 კგ
გიორგი წიკლაური – 85 კგ
🥉 III ადგილი
გაბრიელ თავბერიძე – 41 კგ
ნიკოლოზ კუტუბიძე – 44 კგ
საბა ჭელიძე – 52 კგ
ლაზარე გიგოტიშვილი – 57 კგ
✅ ოზურგეთელი მოჭიდავეები ასპარეზობისთვის ძმებმა ვლადიმერ და ირაკლი ზურაბიანებმა, კახაბერ აბაშიძემ, ლაშა გუჯაბიძემ, ლაშა ქადიეშვილმა, დავით და გურამ მაჭარაშვილებმა და გურამ აბაშიძემ მოამზადეს
შეიძლება იყოს 12 people გამოსახულება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share