112 მოსახლეობას 9-10 ოქტომბერს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
“9-10 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ”, – წერს 112 გაგზავნილ შეტყობინებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 ოქტომბერს დღისით, 10 ოქტომბრის ღამის საათებამდე, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ზოგან ძლიერი წვიმა, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში თოვლი.