პარლამენტის თავმჯდომარემ ტვიტერზე ევროკავშირის წევრებისა და წევრობის მსურველი ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის 2023 წლის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის წყაროც მსოფლიო ბანკია.
“საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია ეკონომიკური თვალსაზრისით.
ევროკავშირი, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური გაერთიანებაა და გარკვეული ეკონომიკური დონის მიღწევა მისი წევრობის წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია გაწევრიანებამდე ეკონომიკური სტაბილურობისა და სიმდიდრის უზრუნველყოფა.
დიაგრამაზე ნაჩვენებია ქვეყნების მშპ ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირში გაწევრიანების მომენტში. ბოლო რამდენიმე წლის რეკორდული ეკონომიკური ზრდის შედეგად, საქართველომ უკვე გადალახა ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო „შესვლის დონე“. მსოფლიო ბანკის პროგნოზით კი, საქართველო 2028 წლისთვის ევროკავშირის ასპირანტებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა.” დაწერა პაპუაშვილმა.