ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა:
ერდოგანი რომ შენს ხელისუფლებაზე უფრო კარგი ტიპია, ის მომენტი. პირდაპირ და ცალსახად. აბა “შესაძლო სამხედრო ესკალაცია” და მსგავსი მავნებლური სისულელეების ფრქვევა კი არ დაუწყია“ – წერს სოციალურ ქსელში ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყირიმში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აზიანებს, ანკარას მკაფიო პოზიცია აქვს და ამ პოზიციის შეცვლა შეუძლებელია.
„თურქეთი თავიდანვე მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ გამოვავლინეთ მკაფიო პოზიცია რუსეთის ქმედებების მიმართ, განსაკუთრებით ყირიმში, რომელიც საზიანოა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის. ჩვენი პოზიციის შეცვლა შეუძლებელია,“- აღნიშნა ერდოღანმა.„