“საქართველოში არსებული პრობლემები მხოლოდ ცუდი ხელისუფლება არაა, ეს არის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ავტორიტარიზმი” – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ “ამერიკის ხმასთან” განაცხადა.
“პატიმრობა – ეს არ არის საუკეთესო გამოცდილება, მაგრამ არც მომაკვდინებელია. როდესაც შენ იცი, რომ პოლიტიკური პატიმარი ხარ, ხარ მართალი, ეს მოპყრობა შენ მიმართ უსამართლოა და იცი, რომ შენ არ ხარ დამნაშავე, ეს ძალიან გეხმარება. დაინტერესებული იყვნენ, როგორ გაეჩუმებინათ უპირველესად ჩემი არხი და გავეჩუმებინე პერსონალურად მე. სინამდვილეში ეს ასევე გამოწვეული იყო იმით, რომ დაეხშოთ შესაძლებლობა, ვგულისხმობ საბოტაჟს, რომ მიგვეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. საქართველოში არსებული პრობლემები მხოლოდ ცუდი ხელისუფლება არაა, ეს არის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ავტორიტარიზმი. ეს არის ყველაზე მთავარი საკითხი, რომელიც უნდა გავიაზროთ საქართველოს კონტექსტში. მედიასთან დაკავშირებული პრობლემები ეს მხოლოდ მედიას ან პოლიტიკურ პატიმრებს არ უკავშირდება, ესაა დემოკრატიის უკუსვლა” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.