“რა გზით შეიძლება დიდხანს იცოცხლოს კიბოთი დაავადებულმა”

სამეცნიერო პრაქტიკული რეკომენდაციები
მარინა ტოტოჩავა
.
პანკრეასის კისტური ფიბროზი ბევრჯერ ავღწერე, მაგრამ, რადგან პირდაპირ ეჯაჭვება სიცოცხლის ხარისხს და ხანგრძლივობას და სხვადასხვა დაავადებებს იწვევს , ისევ დავაკონკრეტებ. 80 პროცენტში ქალისგან ან კაცისგან უშვილობა , კისტური ფიბროზის გამოა. ბავშვებში კისტური ფიბროზისგან გამოწვეულ ფილტვის და ბრონქის სისუსტეებზე და მუკოვისციდოზზე ბევრჯერ დეტალურად ვისაუბრე .თუნდაც ამინომჟავების მექანიზმებზე ბიოქიმიური რეაქციების გადევნებით, რატომ არ რჩება ადრე და უცებ——ქოლესტერინის სიჭარბე, ღვიძლის გაცხიმოვნება,თრომბი, კიბო,ფსიქოზი ,გონების დაქვეითება, სკლეროზები , ალცჰაიმერი, მხედველობის დაცემა, დეპრესია, გულის დაავადებები, წნევა, თირკმლები, ღვიძლის ციროზი, ჰორმონული მოშლები, კაცის პოტენციის დაცემა; ნარკოტიკზე, აზარტულ თამაშებზე,ალკოჰოლზე დამოკიდებულება ;დიაბეტი, ასთმა, შაკიკი ,ტინიტუსი, ნიკოტინზე დამოკიდებულება და ბევრი სხვა, ხალხისთვის ცნობილი თუ უცნობი დაავადებები? იმიტომ, რომ ფონი ყოველთვის პანკრეასის კისტური ფიბროზია. არც შეიძლება სრულფასოვნად მალე მორჩეს ,ეტაპობრივად იმდენი რამ არის აღასადგენი. რამდენი ეტაპიც აღდგება, იმდენ ათეულ სიცოცხლის წელს იმატებს ადამიანი. პრიმიტიული რეკლამებია გობასუსტებისთვის——-ეს და ეს დაავადება რჩება ერთ დღეში.ნებისმიერი მკურნალობისას კისტური ფიბროზის გაუთვალისწინებლობა, წყალში გადაყრილი ფინანსებია და დაცდენილი დრო. მაგალითად, ქოლესტერინის სიჭარბე, ასთმა, თრომბი,ღვიძლის პრობლემა, ალცჰაიმერი კისტური ფიბროზის კლასიკური მაგალითებია. ნებისმიერი დაავადების დროს, კისტური ფიბროზის მექანიზმში დომინირებს—ამინომჟავების , კონკრეტულად , სიცოცხლის მეფის—ფენილალანინის აუტოსომიურ-რეცესიული დარღვევები გენების მუტაციის დონეზე. გენეტიკური დომინანტები ასტატუსებენ კონკრეტული დაავადების სიმძიმეს .მაგალითად, არ არსებობს ადამიანს ასთმა დაემართოს ან ბროქნოსპაზმების ეპიზოდები ჰქინდეს ან გულში სტენტის ჩადგმა დასჭირდეს ან პროსტატიტი გაურთულდეს ან ქოლესტერინი მოუჭარბდეს ან ინსულტი დაემარათოს ან პარეზი და სხვა, ეს ფონი რომ არ ჰქონდეს . ცილა cftrში მომხდარი მუტაცია იწვევს——–კისტურ ფიბროზს და ამ და სხვა დაავადებებს. ეს ცილა ზედამხედველობს, წყლის, მინერალების, ვიტამინების და იონების გადაზიდვას. განსაკუთრებულ კონტროლზე ა ქლორის იონები ,რომლის ყველა გადაადგილების გაანალიზების გარეშე ვერცერთ დაავადებას სრულად ვერ მოარჩენ. ქლორის იონების ტრანზიტზეა დამოკიდებული ღვიძლის და ფარისებრის ბევრი პრობლემა და შეშუპებები .როცა ანალიზში ჩახედავს ექიმი და ქლორი, თუნდაც, ზედა ზღვრისკენაა, უკვე იცის რა დიდი აზროვნება და შრომა მოუწევს სწორი დანიშნულების გამოსაყვანად .როცა cftr ცილა სრულად ვერ მუშაობს ,მაშინ იონებს გარეთ გამოძვრომა არ შეუძლიათ, რადგან მეტაბოლური მაგისტრალი ბლოკირებულია.ეს ადრე უფრო დაწვრილებით გადმოვეცი, როცა კოვიდის დროს , ფილტვების ანთებით გარდაცვალების მექანიზმებს ვხსნიდი. ეს ბლოკირება იწვევს კისტურ ფიბროზს. მარტივად რომ ვთქვათ—– ლორწოს დაგროვებას . იმის მიხედვით სად გროვდება ,დიაგნოზებიც შესაბამიასია .იონების გადადგილების დეფექტი აგროვებს ლორწოს .ლორწო კი ნებისმიერი ანთების მთავარი ბაზისია. ნახველის სიუხვე, გაციების გახანგრძლივება, ქრ რინიტი , ასთმური ბრონქსპაზმები, ჩაკირული ქოლესტერინული ამილოიდების ჩაწებება, ნებისმიერ ორგანოში სისხლის მიკროცირულაციის დარღვევა , თრომბირება და სხვა , ამ ყველაფერს და ბევრ სხვა დაავადებას პანკრეასის კისტური ფიბროზის ფონი აქვს, რასაც ბუნებრივად ერთვის პანკრეასის ფერმენტების მოშლა.ამ ფონის გაუმჯობესებამდე , არცერთი დაავადება სრულყოფილად არ მორჩება. ამ დროს მინიშნებითაა დარღვეული კონკრეტული ამინომჟავები. აქვს ნახველი ან თრომბი ან ქოლესტერინი ადამიანს ან სხვა მსგავსი გამოხატულება ,მაგრამ,ახლა არ კვდება, ცოცხლობს. სიცოცხლის ხანგრძლივობა, თუ კისტურ ფიბროზზე სრულყოფილად არ იმკურნალებს 20 ან 30 წლით ნაკლებია. ფეკალიაში ცხიმი თუნდაც ხანდახან ,კისტური ფიბროზის კლასიკური ფორმაა .ბავშვებში კლასიკური ფორმის კისტური ფიბროზი—–მუკოვისციდოზია .ის ბრონქიტით და კუჭ-ნაწლავით ხშირად მოავადე ბავშვებში უნდა გამოირიცხოს.პ ედიატრიაში და ზრდასრულებშიც ძალიან ხშირია შეცდომები, როცა ასთმის დიაგნოზით მიდის მკურნალობა და ბრონქებში მუკოვისციდოზია .ამ დაავადების ატიპური ფორმა, ხან ნაღვლის ბუშტის პრობლემითაა, ხან ციროზით.კისტებს, ცისტებს კენჭებს, მიომებს, ფიბრომებს, ფიბროზებს ფონად ყოველთვის პანკრეასის კისტური ფიბროზი აქვთ.
2-ბავშვებში ტერფმრუდობის მკურნალობა ძალიან სასწრაფოა დაბადების პირველი დღეებიდან, რომ ხერხემლის პრობლემამ უამრავი დაავადება არ გამოიწვიოს სიცოცხლის მანძილზე.
3——ცილა ალბუმინის პრობლემა, რომელიც უამრავჯერ ავხსენი, პირდაპირაა დაკავშირებული ღვიძლის დაზიანებასთან , ვენების დასუსტებასთან და შეშუპებების აწეულ რისკთან. ალბუმინის მეტობის და კლების დროს, უფრო კი მეტობის დროს, ვენების პრობლემა და შეშუპებები მძაფრდება .მითუმეტეს ,თუ ორგანული გამოშრობაა ანუ დეჰიდრატაცია .რადგან, ამ დროს მაღალი ოსმოლარობაა და თუთია დაცემას იწყებს. დაქვეითებული თუთია ვეღარ არეგულირებს სასიცოცხლოდ აუცილებელი ამინომჟავების ტრანპორტს, განსაკუთრებით—–ტაურინის. ან დაქვეითდება ამინომჟავები ან პათოლოგიურად იმატებენ. დაქვეითებული თუთიის დროს ა ვიტამინი უფრო ქვეითდება. ა ვიტამინის ნორმაში ყოფნა ამცირებს პათოლოგიური ალბუმინის შექმნას .ა ვიტამინის ღრმა დეფიციტი იწვევს ალბუმინის მატებას და რთულ შეშუპებებს. თუ——ჭრილობა ადვილად არ გიხორცდება ან რამე ოპერაცია გადაგიტანია ან ინფექციებისადმი მიდრეკილი ხარ ან ადვილად ცივდები ან მშობლებს ვენები აწუხებდათ—-ა ვიტამინის ნორმის შევსებაზე იზრუნე. ა ვიტამინის ნორმის სიზუსტე მკვეთრი პროფილაქტიკაა——-ტვინის სისხლძარღვების ჯანმრთელობის, პროსტატის კიბოს და ფილტვის კიბოს. ნომის ზევით ა ვიტამინის მატება, ბევრი დაავადების გამომწვევია, მათ შორის უფრო —– სიმსივნეების. სიმსივნეების დროს, ძირითადად, ამინომჟავები, ვიტამინები და ნეიროტრანსმიტერები იმატებს——მაგალითად, სეროტონინი, ადრენალინი დოფა და სხვა. ამიტომ , ანალიზის ან ექიმის გარეშე ნებისმიერი ვიტამინის მიღება დაუშვებელია.
4——ტოქსოპლაზმოზზე შესაბამის სტატიაში დეტალურად ვისაუბრე. მაგრამ, რადგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოკლედ დავაკონკრეტებ .ადამიანები, ცხოველები, ფრინველები, მისი გამომწვევისთვის შუა ეტაპი არიან . ანუ აუცილებლად გავლის მათ გზას. გონდის ოოცისტებს, ყველაზე მეტი ადაპტირების სურვილი აქვთ კატის ნაწლავებში. იქ არ მრავლდებიან, არამედ გამოყოფილ ფეკალიაში. ისინი უძლებენ ყინვასაც და მაღალ ტემპერატურასაც, მხოლოდ , ძალიან მაღალი სიცხის დროს კვდებიან . გონდის მეორე ფორმა—-ტაქიზოიტები ადამიანის ნებისმიერი ორგანოს ყველა უჯრედში ადვილად აღწევს და სისხლით მოძრაობს . ა ქვე მრავლდებიან. მესამე ფორმა——-ბრადიზოიტები კი, უდიდესი შეღწევადობის უნარით გამოირჩევიან. შედიან —-ნერვულ სისტემაში, ტვინის ნეირონებში, ძვალში, კუნთში, ღვიძლში , გულში და სხვა. ლატენტურად, ჩუმად აზიანებენ ორგანიზმს .ძირითადი გადამტანი არასუფთა წყალია. ლატენტური ტოქსოპლაზმოზი ადამიანის ნელი გამანადგურებელია .მისი უხშირესი შედეგია——ბავშვებში ტიკები ,ნერვიული ბავშვი, დასწავლის გაძნელება, სწავლის სიზარმაცე ,ჰიპერაქტიურობა და სხვა ნევროლოგიური პრობლემები, კრუნჩხვებიც. ტიკებზე დამამშვიდებლის დანიშვნა და მიკრობული ბადის არ შესწავლა ბავშვის ცხოვრებას აზიანებს .ფიზიოლოგია და მეტაბოლიზმი ქმნის ფსიქოლოგიას. ყველა ფსიქიკური და ფსიქოლოგიური გადახრა —–ორგანულია. თუ ბავშვს იმუნიტეტი სუსტი აქვს და ორგანიზმში გონდი ჰყავს, მას გარეგნული ჩივილების გარეშე დაუზიანდება——გული, თირკმელი, თვალი, ტვინი, ფილტვი, პანკრეასი, ნაწლავი. ადამიანებს უკვირთ—- რატომ არის ლეიკემია, ციროზი და სხვა. მიკრობები, ისევე როგორც ადამიანები სამყაროში თვითდამკვიდრებისთვის იბრძვიან. ისინი ყველგან არიან და თვალით უხილავებია. დაავადებათა 90 პროცენტი მიკრობული მიზეზითაა. სახლის და პირად ჰიგიენას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ხელების დაბანა სიცოცხლის ხელშეწყობაა .განსაკუთრებით კვების წინ.
5-ფილტვების ანთების დროს,ალვეოლების ბოლომდე ჩაშლისთვის და ფილტვის გაწირვისთვის რამდენიმე ნივთიერება იბრძვის. ამ აგრესიული ნივთიერებების მიზანი ლეიკოტრიენების და ციტოკინებს გადახრა და ელასტინის დარღვევაა .რაც სუსტია ელასტინი მით უფრო ჩაშლილია , როგორც ფილტვის ალვეოლა, ისე სისხლძარღვების და არტერიების კედელი და მით მეტია თრომბი, ინსულტი და გულის და სხვა ორგანოების დაზიანება. ელასტინზე პროტეოგლიკანების თემაში დაწვრილებით ვისაუბრე. ის სისხლძარღვის უჯრედის გარე მატრიქსის მთავარი გამწევი სასიცოცხლო ბაზისია. ელასტინი რომ ჩაიზნიქება ,ესე იგი ამინომჟავა ვალინის ცვლის კომპონენტები პრობლემურია. რადგან, ის გრაფიკულად ვალინის შემადგენელია. ყველა ორგანოს ფიბროზის დროს ეს მექანიზმიცაა. ფილტვში ელასტინის დაცემა იწყება ალფა ერთი ანტიტრიფსინის პრობლემებით. ამ ფენომენს გამოკვლევა და მართვა ,არამარტო არტერიების და სისხლძარღვების კვლევის დროს უნდა, არამედ , ყველა ტიპის ფილტვების ანთების, ასთმის, ბრონქიტის და ბრონქოსპაზმის დროს დ ა შემდეგ.
6——ყველა ჭარბწონიანს ან დიდმუცლიანს დაზიანებული ჰიპოთალამუსი აქვს და აქედან უნდა დაიწყოს პრობლემების მართვა.
7——–ნებისმიერი მძიმე თუ საშუალო სიმძიმის დაავადების დროს ,ადამიანის დაზიანების მთავარი მაგისტრალია—–ნაღვლის წვენი .პრობლემის , დისკომფორტის, ორგანოების დაზიანების , სტრესის, აღელვების, ანთებების დროს———– ნაღვლის ნაკადის სასიცოცხლო, ოპტიმალური ტემპი და სიჩქარე ნელდება; მეტაბოლიზმი დუნდება,ჰორმონები ჩლუნგდება, ჟანგბადის შეღწევადობა მცირდება და შესაბამისად ,სისხლძარღვები ვიწროვდება;მინერალ-ვიტამინები ამინომჟავებისთვის საბაზისო ფიზიოლოგიურ დავალებებს ვეღარ ასრულებენ; ფერმენტები მუშაობას წყვეტენ. ამის შედეგად ყველა დიდი პრობლემის სათავე განვითარდება———–ორგანიზმი ვეღარ შეიწოვს ნაღვლის მჟავებს, რომლებიც ანაწილებენ სიცოცხლეს და ამუშავებენ ყველა რეაქციას ;ვეღარ ხდება არასაჭირო ქოლესტერინის გამოლექვა ;ორგანიზმში ვეღარ შეაღწევს ცხიმში ხსნადი ვიტამინები, რომელთა ნორმაზე დგას არტერიის , სისლძარღვის , ვენის საბოლოო დრეკადობა და უამრავი პროცესი, რაც ქმნის ამინომჟავებს და ცილებს. დაავადების განხილვა ხდება ნაღვლის წვენის დინების ხასიათის დადგენით და ნაღვლის მჟავების მდგომარეობის გაცნობით, რომელზეც დეტალურად ვისაუბრე ნაღვლის მჟავების თემაში .ანუ ყველაფერი იწყება და მთავრდება ღვიძლიდან და პანკრეასის ფერმენტებიდან , რომელთა პრობლემის გარეშე არცერთი დაავადება არ არის .დიეტის, შიმშილის, სტერსის, ნერვიულობის, იმედგაცრუების, დარდების, სიცივის,ზედმეტი სიცხის, არანატურალური კვების ,უმოძრაობის, არასაჭირო მედიკამენტების, უხარისხო საკვების მიღების დროს——— ნაღვლის მჟავების გადაადგილების სიჩქარე ყოვნდება. რაც უფრო ყოვნდება ნაღველი, მით მეტად იქცევა ბლანტ ჩირქისმაგვარ მასად.საიდანაც ნეიროტრანსმიტერებს ვეღარ მიაქვთ სასიცოცხლო ინფორმაციები ტვინსა და სხვადასხვა ორგანოში. აქედან იწყება დაავადებები.ნებისმიერი დაავადების დროს, ფონად ნაღვლის პრობლემაა.
8-დიაბეტის დროს მეტია გამოძევებული შარდი, ნორმულ საშარდეებთან შედარებით .გახშირებულ შარდვას პოლიურია ეწოდება. ამის მექანიზმი შემდეგია——როცა საშარდე მილებში გამდინარე შარდში შაქარი ჭარბია, მიიღება შარდის მაღალი წნევა და ხდება წყლის შეკავება. წყალი ძალიან ცოტა შეიწოვება მილებში და თირკმელი ბევრ შარდს გამოყოფს. ანუ ორგანიზმს აუცილებელი წყალი აკლია, რომელიც იკარგება და შარდის სახით გამოიყოფა. ამ მექანიზმის შედეგად, დიაბეტიანის ორგანიზმი მუდმივად განიცდის წყლის დეფიციტს. ამიტომ უნდა ხშირად დიაბეტიანს წყალი, განსაკუთრებით მაშინ ,როცა შაქარი მაღლაა აწეული .მაღალი შაქრის დროს, ბევრი წყლის დალევას პოლიდიპსია ქვია.
9—–ჰიდროცეფალიით დაბადებულ ბავშვებს ნევროლოგიურ დეტალებზე დაკვირვება და მეთვალყურეობა სჭირდებათ, ჯანმრთელი რომ იყვნენ. ხშირად ბავშვი ამ მხრივ უყურადღებოდ რჩება და ბევრი პრობლემა ეწყება. რადგან ,ჰიდროცეფალიის სინდრომი, ყოველთვის არ ნიშნავს დიდი ზომის თავის ქალით დაბადებას. ამ სინდრომის ვარიანტებში ნორმული ზომის თავის ქალაც შედის.
10——-პედიატრიულ კონტიგენტში კრუნჩხვის საწინააღმდეგო წამლების შეწყვეტა თვითნებურად, ექიმის გარეშე აკრძალულია. კრუნჩხვის მთავარი მედიკამენტი რომ მოიხსნას ,უკანასკნელი გულყრიდან სამი წელი უნდა იყოს გასული და ეეგ-ც ნორმაში გამოიყურებოდეს. თუ ინდივიდუალური შემთხვევაა, მხოლოდ ექიმმა უნდა გადაწყვიტოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხსნის სინდრომი შეიძლება განვითარდეს და დაავადების სიმპტომები შემობრუნდეს.
11–ამერიკული და ევროპული ნუტრიციის სქემით, 3 წლამდე ბავშვს ა ვიტამინი უდანაკარგოდ რომ მივცეთ ,ხილი და ბოსტნელული რძეში ათქვეფილი უნდა მიიღოს.
12—-თუთია თანამედროვე მედიცინაში ყველაზე აუცილებელ სასიცოცხლო ჰორმონად დასტატუსტდა თავისი განუმეორებელი, სიცოცხლის გასახანგრძლივებელი და ჯანმრთელობის გასამყარებელი თვისებების გამო .თუთია უდანაკარგოდ მიეწოდება, თუ ბავშვს ყვავილოვან კომბოსტოს და პომიდორს ერთად მივცემთ. ეს პრინციპი ზრდასრულებში ღვიძლის მკურნალობის დროსაც მაქვს და მუშაობს ძალიან დადებითად. რადგან , სიცოცხლისათვის შეწყვილებული ლიკოპენი და ქოლინი,ეს სასწაულმოქმედი ნივთიერებები, რომლებიც ამ ორშია, საუკეთესო სასიცოცხლო ტანდემს ქმნიან .ოღონდ პომიდორი უნდა იყოს ახალი , იმ დღეს მოკერეფილი. ციროზის და ღვიძლის სხვა გართულებული მდგომარეობის დროს გამოიყენება, მხოლოდ ,ყვითელი პომიდორი .
ლიკოპენი კიბოს საწინაღმდეგოდ ,მხოლოდ მაშინ მუშაობს ,თუ პომიდორი ძალიან საღია და ახალი. მოსახლეობამ თავისი სიცოცხლისათვის, უნდა ისწავლოს ,ახალი, ხარისხიანი ხილის და ბოსტნეულის ცნობა .აღარ გაიყიდება გაათმაგებულ ფასად, უხარისხო, საწყობში დიდხანს გაჩერებული, უსიცოცხლო ხილ-ბოსტნეული. რომლებიც ჯანმრთელობის ნაცვლად ორგანიზმს პირიქით აავადებენ . ზოგი დიასახლისი უნდა გამოფხიზლდეს და ეწ საჭმლის პომიდორი აღარ შეიძინოს. ამ საკითხზე მქონდა შესაბამისი სტატია, რომელსაც ბევრი სააგენტო ატრიალებდა. მაგრამ, ეს დიდი პრობლემა ისევ რჩება. ეწ საჭმლის დამპალი პომიდვრით, საჭმელი კეთდება მილიონი მიკრობითდა სოკოთ , რომლებიც დუღილისას სხვა ფორმაში გადადიან და მთელი სიცოცხლე მათ შედეგს იმკის ადამიანი სხვადასხვა დაავადებებით. საჭმელი უნდა გაკეთდეს საღი პომიდვრით. მხოლოდ უკიდურესად ჩამორჩენილ ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს მცნება——–კერძისთვის — დამპალი პომიდორი. შეწყვიტეთ——– შვილების სიცოცხლისთვის მაინც.
13——-ერთ წელზე მეტი წლის ბავშვს აუცილებლად სჭირდება, სეზონზე წითელი ბლის რამდენიმე მარცვალი .ამ ასაკში კურკის გარეშე. კობალტი ისევე როგორც მანგანუმი და სხვა მათნაირი ანტიოქსიდანტები აჩერებენ ოქსიდაციურ სტესს,რითაც იცავენ ორგანიზმს კიბოს თავისუფალი რადიკალებისგან და უამრავი დაავადებისგან. ოქსიდაციურად დატვირთული ადამიანი სულ ავადაა და უამრავი პრობლემა აქვს. წითელი ბალი ნუტრიციოლოგიის ერთ-ერთი ვარსკვლავია. რადგან, კობალტსაც შეიცავს სხვა საოცარი შემადგენლობის გარდა .კობალტი ს დოზირებულად მიღება საკვებიდან, განსაკუთრებით კი წითელი ბლიდან, მთელი სიცოცხლის ჯანმრთელობის გარანტია. მაგრამ, მისი გადაჭარბება საზიანოა. ღვიძლით დაავადებული ადამიანები აღნიშნავენ წითელ და შავ ბალზე ნაწლავთა აშლას. ეს ხდება მხოლოდ, კვებითი გადაჭარბების დროს. ნაკლებობა და ზედმეტობა ყოველთვის საზიანოა. როცა პროდუქტი განსაკუთრებით სასიცოცხლოა, მისი როგორც ნაკლებობა ისე ზედმეტობაც გაზიანებს. გარკვეული ვიტამინების და ამინომჟავების ნაკლებობა ასუსტებს ადამიანს და იწვევს სხვადასხვა დაავადებებს, ხოლო ამინომჟავების და ვიტამინების სიჭარბე კიბოს მთავარი მაპროვოცირებელი და შემადგენელი ნაწილია. ბლიდან კობალტი სრულფასოვნად მიეწოდება ადამიანს, თუ ბალი იმ დღეს მოკრეფილია. ზრდასრულებში, მაცივარში სწორი წესებით შენახული და განაყინავიც მუშაობს ჯანმრთელობაზე. სამყაროსთან ჯერ არაადაპტირებულ ბავშვებს კი ,მხოლოდ , ახალმოკრეფილი ხილი სჭირდებათ. წითელი ბლის დიდი ზომის ხარისხიანი მარცვლები ენდორფინული შედეგისაცაა. ანუ ამშვიდებს და აბედნიერებს ადამიანს. მის შემადგენლობას გარკვეულწილად შეუძლია აგზნებული-დოფას , ადრენალინის , ნორეპინეფრინის და სეროტონინის მცირედი შეკავება და განეირტრალება .საუბარია , მხოლოდ, მცირე რაოდენობით მიღებაზე.
14—— უკონტროლო გარემოს, მედიცინის დაბალი ცნობადობის და დაცემული ეკონომიკის ფონზე, შეუძლებელია ადამიანს სრულიად ჯანსაღი ღვიძლი ჰქონდეს. რაც უფრო მძიმედაა დაზიანებული ღვიძლი, მით უფრო ნაკლები ჩივილით გამოიხატება. თუ მკურნალობის შესაძლებლობაარ გაქვთ და არც წამლის ყიდვის , ღვიძლის და სანაღვლეს პრობლემის დროს —–გამოიყენეთ ვარდკაჭკაჭა. დიაბეტი უპირველესად, ჰიპოფიზის, ღვიძლის და პანკრეასის პათოლოგიური სამაიაა . რომლის დროსაც ღვიძლს უკიდურესად უჭირს, მიუხედავად გამოვლენილი ჩივილებისა . ვარდკაჭკაჭაში შემავალი ჩიქორის და ქლოროგენის უნიკალური, სასიცოცხლო მჟავები , არა მარტო ღვიძლს აკეთილშობილებენ, არამედ შაქრის კონტროლს აკეთებენ, რომ გლუკოზა მაღლა არ ავიდეს. შაქარი მაშინ აიწევა თუ მიღებული საკვების გასასამუშავებლად და შესათვისებლად ღვიძლისთვის უკიდურესად სასიცოცხლო ამინომჟავები მწყობრიდან გამოსულია. გაქვს დიაბეტი? მოშლილი გაქვს ბევრი ამინომჟავა. ჩიქორის და ქლოროგენის მჟავები ცდილობენ ამ დაზიანებული ამინომჟავების ეტაპობრივად აღდგენას და მოსულიერებას. ამ მცენარეში არის ისეთი ამონომჟავებიც , რომლებიც ეღობებიან ღვიძლის გაცხიმოვნებას .მის შემადგენლობაშია უნიკალური ნივთიერებები და ისეთი მჟავები, რომლებიც ტოქსიკურად ანთებული ღვიძლის საშველი არიან. აქ არის ისეთი მჟავები ,რომლებსაც ღვიძლის ტოქსიკური პიკის დროს ვნიშნავთ. ტოქსიკური პიკი ეს ის მომენტია, როცა ღვიძლი რომელიც აქამდე ტოქსინებს ანეიტრალებდა და დაავადებებისგან იცავდა ადამიანს, თავად შხამავს ორგანიზმს .ასევე აქ არის ქოლესტერინის მარეგულირებელი ნივთიერებები. მასში ბევრია ასევე ინულინიც. მასზე ბევრჯერ ვისაუბრე. დიაბეტურ კუთხეში ,მარკეტებში შეამჩნევთ, რომ დიაბეტური პროდუქტი თუ მაღალი კლასისაა და ხარისხიანია, მას ყოველთვის ინულინი აქვს დამატებული. დაბეტური ყავების აუცილებელი შემადგენელია ინულინი. ის ქოლესტერინს ამცირებს და თრომბის წარმოშობას ეწინააღმდეგება. ასევე , ვარდკაჭკაჭას ყავას უკვე არადიაბეტიანებსაც ვურჩევ, მეტაბოლიზმის გაჯასაღებისთვის. რაც უკვე ყველგან იყიდება. ამ მცენარეს ამიტომ უწოდებენ——ოქროს ფესვს. ქოლესტერინების ბალანსს ცდილობს და ინფარქტის და ინსულტის პროფილაქტიკაა. 5 ლარის ფარგლებშია მისი ყიდვა შესაძლებელი .მწვანე და ყველა აფთიაქშია. სისხლძარღვის კედლებიდან ფხეკს ჭარბ ქოლესტერინს .ღირებულია——დიაბეტის, თირკმლის და ღვიძლის პრობლემების დროს. ასევე წნევით დაავადებულებში. არ უნდა გამოიყენოთ ვარდკაჭკაჭა——როცა ვენების ვარიკოზი გამწვავებულია ;როცა ბრონქული ასთმაა;ასევე გამწვავებული ქოლეცისტიტის, გაღიაზიანებული წყლულის და მწვავე პანკრეატიტის დროს. ხოლო მთვლემარე ქოლეცისტიტის და პანკრეასისთვის შველაა ,რადგან აკეთებს ყველაზე მთავარს ,რაც სიცოცხლისთვის კარდინალური მომენტია———–შენელებული ნაღვლის გადინებას აჩქარებს .რაც უფრო შენელებულია ნაღველი, მით მეტი ტოქსინი წარმოიქმნება და გადაისროლება ტვინში და ორგანოებში. რის ფონზეც მწვავდება სხვადასხვა ორგანოს დაავადებები.
15-ნეიტროფილებზე დეტალურად ბევრჯერ მისაუბრია. ვამატებ , თანამედროვე ევროპული სამეცნიერო მონაცემების და პრაქტიკის შტრიხებს, ჩემს დამუშავებულ, ევროპულ-ამერიკული მედიცინის მხოლოდ ულტრათანამედროვე ინფორმაციებს. ნეიტროფილების გრანულებში არის ურთულესი ჯაჭვის, სასიცოცხლო კომპონეტები მაგ——ლაქტოფერინი, სისხლძარღვის არგახეთქვის გარანტი— განსაკუთრებული ფოსფოლიპიდები; ბე 12 ვიტამინის შემწებებელი ანუ ღვიძლის გადამრჩენი ცილები ,მიელოპეროქსიდაზა, რომელიც უკვე განვიხილე და მისი გადახრა სიკვდილის მოახლოების მარკერია ;კოლაგენაზა, ელასტაზა და ასეთი სხვა კიდევ მძლავრი სასიცოცხლო ფუნქციების ნივთიერებები. ნეიტროფილებში მყოფი ეს ცილები და სხვა ნივთიერებები, ერთობლივად ხოცავენ ბაქტერიებს და სხვა მიკრობებს. ეს გრანულები ნეიტროფილების ციტოპლაზმაშია .აპოპტოზი,კიბოსგან და მძიმე დაავადებებისგან ხსნა, ფაგოციტოზი, ჩირქის შებოჭვ ა და სხვა მსგავსები, მათი საშუალებით ხდება .ისინი სისხლძარღვებში შედიან და თავიანთი წებოვანი კლანჭებით ფაგოციტოზს ახდენენ, ორგანიზმში შემოჭრილ უცხო აგენტებს ხოცავენ. ჩირქი —-ეს არის დახოცილი ბაქტერიები და ამ ბრძოლაში გმირულად მკვდარი ნეიტროფილები. დაავადებების უმრავლესობა მიკრობულია. მიკრობები, ისევე როგორც ადამიანი, ამ სამყაროში საუთარი ფართისთვის იბრძვიან. ყველზე მეტად, საცხოვრებლად, მათ ადამიანის ორგანიზმი მოსწონთ. ადამიანის მთავარი მტერი მიკრობებია. ნეიტროფილური ხაფანგები აცოცხლებს ადამიანს, სამყაროს ყოველდღიური ბაქტერიული შემოსევისგან. გამოცდილ ექიმს სისხლის საერთო ანალიზიდან, ჯანმრთელობის მთელი სპექტრის შეფასება შეუძლია .მითუმეტეს ურთიერთშეფარდებები პედანტურ მასალას იძლევა იმუნიტეტის შესაფასებლად. ნეიტროფილები გამოყოფენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნივთიერებებს ,რომლებიც კიბოს ებრძვიან. ისინი ასევე ქმნიან ტრანსკობალამინს ,რომლის ცილებით ხდება ბე 12 ვიტამინის ის სტურუქტურული აშენება. ბე 12 ვიტამინის ცვლის რღვევა, კიბოსკენ უმოკლესი გზაა. თუ ღვიძლი ჯანმრთელია, ბე12 ყოველთვის საღი იქნება. ნორმაში მყოფი ნეიტროფილები ბოჭავენ ჭარბ ციტოკინებს .მათ შორის—– გადახრილ და გააგრესიულებულ ინტერლეიკინებს,რომლებიც იწვევენ——–სახსრების დაშლას, ცხელებებს ;კუჭ-ნაწლავის, ფილტვის და სხვა კიბოებს; ამსხვრევენ ჰორმონულ ბალანსებს. იტერლეიკინ-1 პროსტაგლანდინების სინთეზს კურირებს. ჰიპოთალამუსი, პირველ ორ დღეს, როცა რომელიმე ორგანოში ანთებითი პროცესია , პროსტაგლანდინს სიცხეს ააწევინებს დამცველობითად. მაგრამ, თუ ნეიტროფილები დაკნინებულია ტემპერატურა გრძელდება. როცა ნეიტროფილებს პრობლემა აქვთ ——ან სახსრის დაშლაა ან კიბოა ან ქოლესტერინის აგრესიული სიჭარბეა ან ღვიძლის გაცხიმოვნება ან შაკიკია ან პოდაგრაა ან მაღალი წნევები ან ბრონქოსპაზმი ან ორგანოების დაზიანებაა და სხვა .ნეიტროფილები ძვლის ტვინში იქმნება. ძვლის ტვინს ყველაზე მეტი ჯაფა და ენერგიის ხარჯვა ნეიტროფილების შექმნაზე აქვს. ოდნავ გადახრილია ნეიტროფილები? უკვე ძვლის ტვინის პრობლემაა და ქრონიკული, გართულებული დაავადებებია. მითუმეტეს ,თუ ანალიზში ისევ დაფიქსირდა ეს გადახრა .გვერდს ნუ აუვლით ნეიტროფილების გადახრას. თავის დროზე დაწყებული მკურნალობით ყველაფერი მოგვარებადია. კიბოც კი. ყველაზე მეტ დაავადებას რიცხობრივად ,ექიმი ნეიტროფილების გადახრის დროს გამორიცხავს. მათ შორის ლატენტურად მიმდინარე სიმსივნეებს.
16——ბამია უკვე ყველგან იყიდება. მარკეტებში მისი მწნილებიცაა .გამოიყენეთ——–ყაბზობის, თვალის პრობლემების ,დიაბეტის დროს . დადგენილია, ბამია მტკიცედ ცდილობს შეცვალოს ის გენები,რომლებიც დიაბეტს იწვევენ. ჭარბწონიანის კვების საუკეთეო ნაწილია.
17—-გარეთა საძილე არტერიის შუბლის ტოტი ,საფეთქლის ზედა არტერიის ერთი -ერთი ტოტია და კვებავს შუბლის კანს .შუბლზე ტატუმ ,შეიძლება, გამოიწვიოს საძილე არტერიის მთელი ღერძის ძლიერი დაზიანება.
18——–თუ ალფა ერთი ანტიტრიფსინი ნორმაა და ბრონქოსპაზმი მეორე დღესაც გაგრძელდა, 70 პროცენტში, ფილტვში საცხოვრებლად ჩასახლებულია ფილტვის მოყვარული პარაზიტი ანუ ჭიაა .ბრონქოპსპაზმი დასაწყისშივე იწვევს მჟავის ძლიერ მატებას. ჭიას ეს არ მოსწონს და შეტევა ხაგრძლივდება.
19—–ღვიძლის ჰემანგიომა , რომელიც ჩვენში ხშირად—– ეს არაფერიას ჩამონათვალში გადის———მედიცინაში სიგნალური კეთილთვისებიანი სიმსივნეა. თუ მას პოდაგრის ან შაკიკის ფონი ახლავს, მაშინ ის იმის სიგნალია, რომ შაკიკი რაღაც დროში ინსულტით გართულდება ან პოდაგრა, რომელიც დეენემის დაშლაა საფუძველში ,მეტაბოლურად ძალიან დააზიანებს არა მარტო სახსრებს. რადგან , დაზიანებული ღვიძლი არის თრომბების წარმოქმნის საბადო. დაუზიანებელ ღვიძლში ჰემანგიომა არ გაჩნდება.
20——–თუ მხოლოდ მარჯვენა , არატრავმული კოჭი გისივდებათ ან მარჯვენა კოჭის მიდამო უფრო მეტად შესიებულია ვიდრე მარცხენა———-განგაში გამოაცხდეთ და საშუალება მოიპოვეთ საფუძვლიანი მკურნალობისთვის. ეს ღვიძლის დაზიანების ბოლო სტადიაში გადასვლის მანიშნებელია .ღვიძლის მიდამოში სისხლის ტრანზიტი უკიდურესად გართულებულია და სასიცოცხლო —–პორტული ვენა ყოველდღე დეგრადირდება. სწრაფი და სწორი დახმარებით შედეგი იქნება. თუ არა, რაღაც დროში, აუცილებლად სითხე ჩადგება ან ფილტვში ან მუცლის ღუში.
21——-თუ დიაბეტიანს კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვს ,მეცნიერულად დადგენილია, რომ , მას აუცილებლად აქვს ძლიერი ვისცერალური ნეიროპათია. ანუ მოშლილი აქვს ტვინის ნეირონები და ნეიროტრანსმიტერები ძალიან ძლიერად,ისევე როგორც კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს არის . ნეირონები დაზიანებულია და მკურნალობის ეპიცენტრი უნდა იყოს ნეირონების, ვენების, კაპილარების, სისხლძარღვების სისხლის მიმოქცევი ს რეგულირება. რის ფონზე უფრო ადვილია ჰემოსტაზის მართვა ანუ თრომბთან ბრძოლა. რადგან, დაზიანებული ჰიპოფიზიდან შაქრის აწევის პათოლოგიური სიგნალი, კოსმიური ტემპიდან ამოვარდნილ ნეიროტრანსმიტერებს, მოშლილი ვენოზური ,კაპილარული და ნეირონული სისტემით უფრო ჩქარა მიაქვთ. ამიტომ, ჭამაზე შაქარი მაშინვე მაღლა იწევა. უამრავი მაგალითი მაქვს, ადამიანებს შაქარი, ვენოზური, ნეირონული და კაპილარული ქსელის შესაბამისი მკურნალობით უფრო სწრაფად ურეგულირდებათ, ვიდრე შაქრის ქვემწოლი პრეპარატებით, რომლებსაც სამუდამოდ იღებენ უშედეგოდ. ძვლის ტვინი ,ნეიროპათიის, კაპილარო და ვენოპათიის დროს უკიდურესად გამოფიტულია და უფრო ნადგურდება გრძელი კურსის გამათხიერებლებით. თრომბის წარმოქმნის სათავო მექანიზმები უნდა დაბალანსდეს. ციტოკინ-ლეიკოტრიენების ბალანსით. ეს ყველაზე მეტად ჰორმონული ბალანსის აღდგენით და გარე უჯრედული მატრიქსის კომპონენტების გამოსწორებით მიიღწევა . დიაბეტი ს მკურნალობა თამაშია, თუ მკურნალობის სტატეგია არ იწყება ჰიპოფიზით ,ზრდის ჰორმონით და ადრენოკროტიკოროპული ჰორმონით ანუ აკატეჰეთ . დადგენილია, შაქრიანი დიაბეტის დროს 90 პროცეტს აქვს, კუჭის ნაწილის პარეზი. პარეზის და ნებიმიერი დამბლის ბედი, კიდურების იქნება, სახის თუ ორგანოს ——- მთლიანად ნეიროტრანსმიტერების იმედზეა. მათი მწყობრში მოყვანა კი ჰიპოფიზის, ეპიფიზის და ჰიპოთალამუსის პრობლემების დალაგებით იწყება ,საიდანაც დიაბეტი იღებს სათავეს. კიბოთი დაავადებული, რომ აცოცხლო, ზუსტად ამ სამის მუშაობა უნდა ააწყო ეტაპობრივად. რადგან, არ არსებობს კიბო ,რომლის დროს მელატონინი , სეროტონინი და ეპინეფრინი, რომლებიც ამ სამეულში იქმნებიან ან 80 პროცენტში მომატებული ან 20 პროცენტში დაცემული არ იყოს. პლიუს ამას ,თუ სომატოსტატინს და სომატოტროპინს დაარეგულირებ, კიბოთი დაავადებული ძალიან დიდხანს იცოცხლებს.
დიაბეტის მექანიზმები მუსიკალურად არის აწყობილი——-ნეიროტრანსმიტერებზე, ნეირონებზე, ვენებზე, კაპილარებზე. მათი სიძლიერე დიაბეტის უკუგდებაა. ამიტომ ეშლება დიაბეტიანს ნერვები ასე ადვილად.
22–თანამედროვე მედიცინის ახსნილი მექანიზმებით—–ზრდის ჰორმონის დაზიანებით და ნორმის შეცლით იწყება ქოლესტერინის პრობლემა.
23-ნებისმიერი სისხლჩაქცევა და სისხლდენა, თუნდაც, საშვილოსნოდან ან ცხვირიდან ან ღრძილიდან ან სხვა ——– უპირველესად ღვიძლის პრობლემაა.
24-დაბალი იმუნიტეტის გარეშე, არა თუ კიბო, კიბოს რისკიც არ არსებობს. ხელოვნური, არანატურალური კვება ,არამიზანმიმართულად დანიშნული ქიმიური მედიკამენტები და უმოძრაობა ყველაზე მეტად აკნინებენ იმუნიტეტს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share