სამოქალაქო აქტივისტი ირმა გორდელაძე სოციალურ ქსელში წერს:
”როგორ გადაშენდა უნიკალური აბრეშუმის ძაფის წარმოება?ოზურგეთის ყოფილი აბრეშუმის ძაფსაგრეხ-სახვევი ფაბრიკის ნაშთები. 1926 წელს აუშენებიათ იტალიელებს.
მახსოვს ბავშვობისას ვიყავი აქ ერთხელ, 1000 მეტი ადამიანი მუშაობდა. გურიაში აბრეშუმის წარმოება მომგებიანი დარგი იყო. ალბათ გახსოვთ ყველა ოჯახში აბრეშუმის ჭიის( ყაჭს ვეძახდით გურიაში) შრიალი, მერე თეთრი პარკები და მიდიოდა პირდაპირ ამ უზარმაზარ საწარმოში, გადამუშავდებოდა და აბრეშუმის ძაფი მზადდებოდა. მოსახლეობაც საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იღებდა. თუთაც ბევრი მოშენდა მაშინ გურიაში, რადგან მისი ფოთლით იკვებებოდა აბრეშუმის ჭია.
რა კარგი იქნებოდა წარმოების ამ მიმართულების ხელახლა აღორძინება.
P.S. მთელი ბავშვობა მეშინოდა სახლში იმ ადგილას მიახლოება, სადაც ჭია შრიალებდა, მახსოვს ნადობიე იმართებოდა მთელს სოფელში პარკების გამოხილვის.
რაც შეეხება მეპატრონეს, 600 აქციონერს 12 ათასი ლარი ვალი ჰქონია საგადასახადოსი, სახელმწიფომ შეისყიდა და მერე გაყიდა იაფად…” წერს გორდელაძე.
ფოტო-Nino Urushadze