”ჩვენი პარტიის მთავარი ლიდერი არის ციხეში, რომელსაც გაცხადებული პოზიცია აქვს პოლიტიკაში ყოფნის, აქტიურობის. ძალიან ბევრ საინტერესო რამეს გაიგებს ჩვენი გულშემატკივარი უახლოეს პერიოდში, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით – თუ რა ფორმით მოხდება მისი ჩართულობა თუ რა ფორმით იქნება ის ჩართული მათ შორის ნაციონალური მოძრაობის ყოველდღიურ ცხოვრებაში… ძალიან მალე იქნება საჯაროდ, მე დარწმუნებული ვარ, ძალიან გაუხარდება ნაციონალური მოძრაობის გულშემატკივარს და ჩვენ ვემზადებით კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად…
… 2003 წლის გამოწვევა 2023 წლის გამოწვევის ფაქტობივად იდენტურია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ სამშვიდობოს როგორც 2003 წლის ვარდების რევოლუციით [გავედით] ქართველ ხალხთან ერთად, კონკრეტული აქტორების, მიხეილ სააკაშვილის აქტიური შემოქმედებით, იგივეს გავაკეთებთ 2023 წელს, ქართველ ხალხთან ერთად ამ ყველაფრის მთავარი შემოქმედი აუცილებლად იქნება მიხეილ სააკაშვილი.” –