„შეხვედრების მსვლელობაში მათ მიიღეს ის, რაც სჭირდებოდათ“ – “ბახვი ჰესი” ჩოხატაურში შშმ პირების მშობელთა ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს

 

უკვე რვა თვეა, რაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის სპეციალური თერაპიის კურსი გრძელდება. პროექტის ინიციატორი და ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“, მხარდამჭერი კომპანია „ბახვი ჰესი“, რომელიც მოცემულ ინიციატივას აფინანსებს, პარტნიორი კი ადგილობრივი თვითმმართველობაა, რომელიც პროექტში ჩართული პირების ტრანსპორტირებას უზრუნველჰყოფს. შეხვდრები თვეში ორჯერ იმართება.

შეხვედრების მიზანი თერაპიული ჯგუფის მუშაობის პრინციპით შშმ პირების მშობლებისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერაა. როგორც ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“ პროექტების მენეჯერი მაკა შანიძე განმარტავს, ტრენინგების მეშვეობით მშობლებს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ საუბრის, ასევე  სტრესის დაძლევის გზების შესახებ დისკუსიის საშუალება მიეცათ,  რაც არსებული რეალობის გათვალისწინებით მათთვის დახმარების საუკეთესო გზა აღმოჩნდა.

  1. ქალბატონო მაკა, პირველ რიგში, მადლობა რომ დრო დაგვითმეთ. გვითხარით, ამ დროისთვის, რამდენი მშობელია პროექტში ჩართული?
  • პროექტში ჩართულია 30-მდე მშობელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ქალბატონებმა იგრძნონ, რომ არ არიან მარტო, რომ მათზე ზრუნავენ და დაინტერესებულნი არიან მათი კეთილდღეობით და ფსიქო-ემოციური ჯანმრთელობით.
  1. როგორც ვიცით, პროექტის განმავლობაში მშობლებს შესაძლებლობა აქვთ შეხვედრების სივრცეში შვილებიც ატარონ. ეს პროცესი თავიდანვე ასე იყო დაგეგმილი, თუ პროექტის განხორციელების ეტაპზე გამოიკვეთა ამის საჭიროება?
  • მშობლებთან შეხვედრების პარალელურად ჩვენი ფსიქოლოგები მუშაობენ ბავშვებთანაც. ეს პროცესი თავიდანვე ასე არ იყო დაგეგმილი, საჭიროებამ განაპირობა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დედებს მიეცეთ საშუალება მაქსიმალურად იყვნენ ჩართული პროცესში და არ იღელვონ იმაზე, რომ ბავშვს მარტო ვერ დატოვებენ და ამის გამო მოუწევთ რამეს გამოაკლდნენ.
  1. რამდენად დადებითად მოქმედებს თავად ბავშვებზე მსგავსი სივრცის არსებობა და ერთმანეთთან კომუნიკაცია?
  • ბავშვებთან მუშაობის პროცესი მიმდინარეობს სხვადასხვა თამაშების სახით. ამიტომ მათთვის ეს გარემო როგორც სასარგებლო, ასევე საინტერესო და სახალისოცაა. ერთმანეთთან კომუნიკაცია კი ძალიან დადებითად აისახება ბავშვების ქცევასა და განწყობაზე.
  1. რა მოლოდინები გქონდათ თავად პროექტის დასაწყისში და როგორ შეაფასებთ ახლა პროექტის მიმდინარეობას?
  • დასაწყისშიც და ახლაც მიმაჩნია, რომ თავისი შინაარსით ნამდვილად უნიკალური პროექტია, რომელიც მასში ჩართულ მშოლბელს საშუალებას აძლევს, ისაუბრონ საკუთარ ემოციებზე და ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება. ეს პროექტი, ბახვი ჰესის მხარდაჭერით, ჩვენი ორგანიზაციის მიერ ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share