ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარმატებული პირველკურსელების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდა 100 პირველკურსელი, რომელიც 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგები აჩვენა. ისინი ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ყოველთვიური სტიპენდიის სახით, 300 ლარს მიიღებენ. გარდა ამისა, საქართველოს ყველა რეგიონიდან შეირჩა საუკეთესო ქულების მქონე ერთი სტუდენტი – ჯამში 10 პირველკურსელი. ისინი გაემგზავრნენ სან ფრანცისკოში, სადაც დაესწრებიან NBA-ს მატჩს და ესტუმრებიან სტენფორდის უნივერსიტეტს. შერჩეულ სტუდენტებს შორის არის, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ანანო ჩაგუნავა, აღნიშნულთან დაკავშირებით, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლა პოსტს აქვეყნებს :
“სასიხარულო ამბავი: გურიის რეგიონიდან ერთადერთი ჩვენი კურსდამთავრებული, ანანო ჩაგუნავა, ამერიკაში მიემგზავრება.
Gulf Georgia – #მომავალიჩვენია საქართველოს ყველა რეგიონიდან შეირჩა საუკეთესო ქულების მქონე ერთი სტუდენტი – სულ 10 პირველკურსელი, რომლებიც კომპანია Gulf – ის ინიციატივით, 22-28 იანვარს გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სან ფრანცისკოში, სადაც ზაზა ფაჩულიასთან ერთად დაესწრებიან NBA-ს მატჩს და Silicon Valley-ზე ესტუმრებიან მსოფლიო ბრენდების შტაბბინებს, მათ შორის ისეთი დიდი კომპანიების კამპუსებს, როგორიცაა Google, Facebook etc.” – წერს მეორე საჯარო სკოლა.