ექსპერტმა დავით დარჩიაშვილმა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერების გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განმარტა: “ალეკო ელისაშვილს პარლამენტში შესვლა სურდა აშკარა იყო და დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა გარკვეულ მომენტებს, რაც ამ ნაბიჯის გადადგმას გაუადვილებდა. ეს პროცესი გაიწელა იქიდან გამომდინარე, რომ ელისაშვილს, პარალელურად „სახის შენარჩუნება“ სურდა, რაც, საბოლოო ჯამში, არ გამოუვიდა. მიზანი იყო პარლამენტში შესვლა, მაგრამ ისე, რომ სახე შეენარჩუნებინა, რაც ძალიან ძნელი იყო ამ ვითარებაში. თუკი ოპოზიცია შეთანხმდა, რომ მათი ერთიანი ხაზი არის ბოიკოტი, ახალი არჩევნების მოთხოვნით, მაშინ ეს უკვე სიტყვის გატეხვა გამოდიოდა მისი მხრიდან და ამ სიტყვის გატეხვის გადაფარვა უნდოდა რაღაცით, რაღაც არგუმენტებითა და მომენტებით. მთლიანობაში, მგონი, საზოგადოებას მაინც ის შთაბეჭდილება დარჩა, რაც ელისაშვილს მაინცადამაინც არ ახარებს”.-განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.