”ნიშანდობლივია, რომ მდიდარი NGO-ები ზემოაღნიშნულ განცხადებას ავრცელებენ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების მოლოდინშია. ევროკომისიის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი კვირით ადრე ხელისუფლებაზე თავდასხმა სხვა არაფერია, თუ არა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ მიმართული მორიგი უხეში ქმედება.
ყველაფრიდან ჩანს, რომ მდიდარი NGO-ები არც საქართველოს, არც ამერიკის და არც ევროპის ინტერესებს არ ემსახურებიან. სინამდვილეში, ისინი ემსახურებიან “გლობალურ ომის პარტიას”, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს უკრაინიზაციაა. აღნიშნულ ძალას და მის სამსახურში მყოფ ენჯეოებს არ სურთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავება და ყველანაირად ცდილობენ, ამ ურთიერთობებში ძველი, უარყოფითი ტენდენცია შეინარჩუნონ, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ.”
*დღეს, საქართველოში მოღვაწე 50-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოსამართლეების სანქცირების შესახებ განცხადება გაავრცელა – NGO-ები აღნიშნავენ, რომ მოსამართლეების სანქცირებას ხელისუფლების მხრიდან ქმედითი შემხვედრი ნაბიჯები არ მოჰყოლია.