პრეზიდენტინთავად არ არის დარწმუნებული, რომ საქართველოს რეალურად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი ევროკავშირისგან – თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე სალომე ზურაბიშვილის CBS-თან ინტერვიუს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ „ქრონიკაში” ისაუბრა.

„ამ ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რასაც ჩვენ ვამბობდით, მათ შორის იმპიჩმენტის პერიოდში, რომ პრეზიდენტი თავად არ არის დარწმუნებული, რომ საქართველოს რეალურად, სამართლიანად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი ევროკავშირისგან. თუ ის თავად არ არის ბოლომდე დარწმუნებული, რა თქმა უნდა, ვერ დაარწმუნებს სხვებსაც. მაშინ იყო ამაზე გაკეთებული განმარტებები და ჩვენ ვთქვით, რომ სწორედ ამიტომ აღარ მისცა მთავრობამ თანხმობა საერთაშორისო ვიზიტებზე, რომ მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ პრეზიდენტის გზავნილები იყო ორაზროვანი და საქართველოს მოწინააღმდეგეებს აძლევდა საკმაოდ ბევრ სალაპარაკოს”, – მიიჩნევს თალაკვაძე.

სალომე ზურაბიშვილმა CBS-ის კითხვას: „არის თუ არა დაინტერესებული პრემიერ-მინისტრი ევროკავშირში გაწევრიანებით” ასე უპასუხა: „ეს ის კითხვაა, რომელსაც მთელი მოსახლეობა სვამს, მართლა უნდა თუ მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავს მხარდაჭერას”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share