თეოლოგი ლელა ჯეჯელავა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს “უკბილო იუმორის” მქონე პირს უწოდებს და ამბობს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ევროინტეგრაცია არ სურთ, რადგან “ისინი ევროპაში ცოლებისა და სიდედრებისთვის ტყეების ჩუქებას ვერ შეძლებენ”.
თეოლოგი მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება”, რომელმაც საქართველოში ძალაუფლების ხელში ჩაგდებით აუარებელი სიმდიდრის მოპოვება შეძლო, რუსეთის აგენტურას არის გადაფარებული.
ირაკლი კობახიძეს არ აქვს იუმორი, ამას უკბილო იუმორი ჰქვია და არც მაინცდამაინც სახუმაროდ არ აქვს საქმე. მე ვარ ის მოქალაქე, რომელიც პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მმართველ გუნდს არ უნდა ევროპა, რადგან ევროპაში ისინი ცოლებს და სიდედრებს ტყეებს ვერ აჩუქებენ, ევროპაში რუსეთის აგენტურას დევნიან და აქ კიდევ, მთელი სახელმწიფოს სტრუქტურებია გადაფარებული. ევროპა არ უნდათ იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ესენი იქ ძალაუფლებას ხელში ვერ დაიჭერდნენ, შესაბამისად ის რაც მათ მოიპოვეს, განუსაზღვრელი სიმდიდრე და ფუფუნება, იქ ვერ ექნებოდათ – აღნიშნა ლელა ჯეჯელავამ.