„გვინდა მოკლედ გამოვეხმაუროთ გია ცეცხლაძის განცხადებას. პარტიიდან წასვლის მის მიერ დასახელებული მიზეზი არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ეს კარგად იციან როგორც გია ცეცხლაძემ, ასევე იმ პირებმა, რომლებიც მას აღნიშნული ტექსტის შედგენაში დაეხმარნენ. ამ ნაბიჯით გია ცეცხლაძემ საკუთარი რეპუტაცია გაანადგურა, რადგან მის მიერ გამოქვეყნებული განცხადების შინაარსი არა მხოლოდ მის ამჟამინდელ მიზნებზე, არამედ მის წარსულ ქმედებებზეც მეტყველებს და ცხადი ხდება, რატომ და რა განზრახვით იყო ის ჩვენს პარტიაში. შესაბამისად, მის მიერ ბოდიშის მოხდა იმ ხალხისთვის, ვინც ვითომდა შეცდომაში შეიყვანა, სრულიად ყალბია. ცხადია, სჯობდა საზოგადოებისთვის სიმართლე ეთქვა. სიმართლე კი ის არის, რომ მას უმუშევრობის პირობებში მაღალი თანამდებობა და ხელფასი სჭირდება. ეს განცხადებაც ამ მიზნის მიღწევას ემსახურება. სამწუხაროა, რომ ამით მან საკუთარი ავტორიტეტი და წარსულში მცირედი ადამიანების ნდობა მაღალი ხელფასის მოლოდინში გაცვალა. რაც შეეხება ჩვენს პარტიას და მის წევრებს, ჩვენ ვიდექით და კვლავაც ვიდგებით იმ ღირებულებებისა და იდეების ირგვლივ, რომელიც გვაერთიანებდა და რომელიც მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის ბრძოლას უკავშირდება. სამწუხაროდ, ყველას არ შეუძლია ამის გაკეთება” ნატქვამია განცხადებაში-რომელიც პარტია ‘გახარია საქართველოსათვის” ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ. ალეკო ბურჭულაძემ მოგვაწოდა.
ცნობისათვის