ამერიკისა და ევროპის ოფიციალურმა პირებმა კიევის წარმომადგენლებთან, დაიწყეს საუბრები რამდენად შესაძლებელია რუსეთთან მშვიდობიან მოლაპარაკებებზე საუბრის დაწყება,
ამ ინფორმაციას ამერიკული “NBC” ავრცელებს.
მიმდინარე კვირის დასაწყისში ამერიკულმა ანალიტიკურმა ორგანიზაციებმა ამერიკის ეკონომიკის შესახებ ახალი კვლევები გამოაქვეყნეს-რომლის მიხედვითაც ამერიკული ენონომიკა-ანუ როგორც ექსპერტები მას ახლა უწოდებენ “ბაიდენკონომიკა” აგრძელებს ზრდას
მარტო ოქტომბერში 150 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ეს მონაცემები კი, ბაიდენის საპრეზიდენტო უფლებამოსილების დაწყებიდან 14 მილიონს აღწევს
ამერიკაში უმუშევრობის მაჩვენებელი 4%0ს ქვემოთ ჩამოვიდა ეს კი ბოლო 50 წლის განმავლობაში ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია
სამუშაო ადგილები ყველაზე მეტი მილიონ ასი ათასი საავტომობილო ბიზნესში შეიქმნა
210 ათასი ეკოლოგიასა და ენერგეტიკაში
მარტო წინა კვარტალში ამერიკული ეკონომიკა 4,9% გაიზარდა
რაც შეეხება უკრაინა რუსეთის მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყებას, ამას ექსპერტები დასავლეთში გამორიცხავენ თუმცა ორ ფორმულაზე ლაპარაკობენ
ფინური ფორმულა და ბალტიური ფორმულა
ფინეთმა აღიარა თავისი ტერიტორიების – კარელია- დათმობა ოფიციალურად და საერთაშორისო საზოგადოებამაც აღიარა კარელია რუსეთის ნაწილად
უკრაინაში ეს კატეგორიულად გამორიცხულია-რადგან უკრაინა არასდროს არ ცნობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს არაფრის ფასად
დარჩა ბალტიური ფორმულა – მიუხედავად იმისა შეძლებს თუ არა უკრაინა ნატოსა და ევროკავშირში შესვლამდე თავის ტერიტორიების დეოკუპაციას, ეს შემდეგ დიდი ალბათობით მშვიდობიანი გზით მაინც მოხდება რადგან 50 წელი იყო ბალტიის ქვეყნები რუსეთის მიერ ოკუპირებული, თუმცა მაინც განთავისუფლდნენ
ევროკომისარმა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას თქვა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებიდან დღემდე უკრაინამ ვალდებულებების 90% შეასრულა
ევროკომისრის პათოსს და ევროკავშირში განწყობას თუ გავითვალისწინებთ უკრაინა უკვე ევროკავშირში შესვლის მიჯნაზეა
ამერიკაში აცხადებენ, რომ მიუხედავად კონგრესში არსებული სხვადასხვა პოზიციებისა გადაწყვეტილება დაპირებულ დახმარება უკრაინისათვის წლის ბოლომდე იქნება მიღებული-საუბარია 60 მილიარდ აშშ დოლარზე უკრაინისათვის 2024 წლის განმავლობაში
ამასობაში შვეციამ ამერიკისა და ევროკავშირის კვალდაკვალ უკრაინას ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი გადასცა რაშიც თვითმავალი საარტილერიო დანადგარები დომინირებენ
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაი ერდოღანმა კი, არ დამალა, რომ გაწყვიტა ყოველგვარი კონტაქტი ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ღაზაში მიმდინარე მოვლენების გამო, თუმცა დასძინა რომ თურქეთი კვლავ აგრძელებს შუამდგომლობას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე
დასავლელი სამხედრო ექსპერტები წერენ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 24 საათი უკრაინა რუსეთის ფრონტზე მდგომარეობა არ შეცვლილა ეს სიტუაცია უკრაინისათვისაა მომგებიანი რადგან ამ წუთებში დაცვაში ზის – ასეთი მდგომარეობისას კი მოწინააღმდეგის 6-ჯერ მეტი ტექნიკისა და ცოცხალი ძალის განადგურება შეუძლია
რუსეთში ტანკებს ხეები არ ისხამს მით უმეტეს სამხედრო გემებს და თუ დავუკვირდებით რა ტემპებით ანადგურებს უკრაინა რუსულ სამხედრო ტექნიკასა და რუსეთის შავიზღვისპირა ფლოტს-შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ომი უკრაინისთვის სწორი მიმართულებით მიდის – ასკვნიან დასავლეთის სამხედრო წრეებში