”დილის 6 საათზე მიუვარდა და ”არმატურით” თავები დაუხეთქა – რა მოხდა გამთენიისას ლანჩხუთში?

“საშინელება მოხდა… დამნაშავე დაკავებულია და ამბობენ, ინანიებსო და ეს შველის? 7 ადამიანს თავები დაუხეთქა“
დღეს დილით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიაში ახალგაზრდა მამაკაცი საცხოვრებელ სახლებში მიუვარდა ნათესავებს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
ამის შესახებ „გურია თუდეის” წერს:  „დილის 6 საათი იქნებოდა, ძმიშვილს ბიძა კარს როგორ არ გაუღებდა?! ბიძას და ბიცოლას „არმატურით“ გაუსწორდა, თავები დაუხეთქა, მერე მეორე ბიძას ოჯახსაც მიუვარდა, ისიც დააზიანა, ბიძაშვილიც დაშავებულია, მისი ცოლიც და მესამეკლასელი ბავშვიც… საშინელება მოხდა… დამნაშავე დაკავებულია და ამბობენ, ინანიებსო და ეს შველის? 7 ადამიანს თავები დაუხეთქა“ _ გვითხრა აღელვებულმა ქალბატონმა.
მისივე თქმით, დაშავებულები ლანჩხუთის, ფოთის, ქუთაისისა და ბათუმის კლინიკებში გადაიყვანეს, ერთს ოპერაცია გაუკეთდა, მეორეს ამ წუთებში უტარებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ნათესავებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, დაზარალებულებს ემუქრებოდა, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მკურნალობდა. თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არაა.
შეიძლება იყოს text გამოსახულება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share