„ქვეყანაში ინდულგენცია არ აქვს არავის, თან მით უმეტეს ბატონი სააკაშვილისთვის სისიხლის სამართლის გამოძიება მასზე არ იქნება სიახლე, ერთი და ორი არ დაწყებულა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, დავით გარეჯის საკითხის გამწვავებაში ოპოზიციის წვლილი საკმაოდ დიდია.
იმ ოპოზიციას, რომელიც ამ პროვოკაციულ კითხვებს სვამს, დიდი წვლილი იყო ამ საკითხის გამწვავებაში და ეს კითხვა მათ თავის თავს უნდა დაუსვან.
რატომ მაინც და მაინც ახლა – ეს ერთი, მეორე – რაც შეეხება ბატონ სააკაშვილს და რაც თქვა თურმე ბატონმა ნოღაიდელმა, არ მინახავს. ეს არის სრულად გამოძიების პრეროგატივა. ქვეყანაში ინდულგენცია არ აქვს არავის, თან მით უმეტეს ბატონი სააკაშვილისთვის სისიხლის სამართლის გამოძიება არ იქნება სიახლე, ერთი და ორი არ დაწყებულა. ეს არის სრულად გამოძიების კომპეტენცია და რასაც გამოძიება გადაწყვეტს არანაირი შეზღუდვები ამ გამოძიებას ვერ ექნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.