ძველ რომში არჩევნები რეგულირდებოდა კანონით de ambitu, ძვ. წ. 385 წელს მიღებული de ambitu აწესრიგებდა ყველა პროცედურას – წინასაარჩევნო კამპანიის, ხმების დათვლისა და შეჯამების ჩათვლით. de ambitu კრძალავდა ამომრჩეველზე ძალადობას, მის მოსყიდვას და კენჭისყრის შედეგების გაყალბებას, ასევე იკრძალებოდა უფასო წარმოდგენების გამართვა. ამ წესების დარღვევისათვის რომის კანონები ითვალისწინებდა შემდეგ სასჯელებს: ფულად ჯარიმას, მაღალი თანამდებობების დაკავების აკრძალვას და 10 წლიან განდევნას რომიდან.
გთავაზობთ ორ საინტერესო ისტორიას ძველი რომის არჩევნებთან დაკავშირებით რომელიც ვიპოვე და ვთარგმნე :
1. ცნობილი რომაელი პოლიტიკოსი და სარდალი გაიუს მარციუსი რომაელებმა გააძევეს სენატიდან არჩევნებზე მოქალაქეების მოსყიდვის გამო. მოსყიდვის დეტალები ისტორიამ ასე შემოინახა: ძველ რომში არჩევნები მარსის ველზე იმართებოდა სადაც საგანგებოდ ხმის მისაცემი ტიხრები იდგა, იმ დროინდელი არჩევნების ერთი ,,დამკვირვებელი,, დააეჭვა იმ ფაქტმა, რომ გაიუს მარციუსის მონები იდგნენ იმ ტიხრებთან სადაც ამომრჩველები ხმას აძლევდნენ, მაშინდელმა გამოძიებამ ადვილად დაადგინა რომ ხმის უფლების არ მქონე მონები ტიხართან მოსყიდული ამომრჩევლის ხმებს ითვლიდნენ, რაც ძალიან ძვირი დაუჯდა ამ მონების პატრონს, რომელიც მკაცრად დასაჯეს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ესაა პრაქტიკულად პირველი პრეცენდენტი მსოფლიოში არჩევნების გაყალბებისათვის დასჯასთან დაკავშირებით.
2. ისტორიას შემორჩა ცნობილი ორატორის მარკუს ციცერონისადმი (ძვ.წ. 106-43 წლები) მისი უფროსი ძმის კვინტუს ციცერონის წერილის ტექსტი, წერილში უფროსი ძმა აძლევს რჩევას ციცერონს როგორ გახდეს რომის კონსული, წერილის გაცნობისას დარწმუნდებით, რომ საარჩევნო აგიტაციის ფორმებში დღეისათვის ბევრი არაფერია შეცვლილი და შეიძლება ჩაითვალოს ჩვენამდე შემორჩენილ პირველ საარჩევნო სახელმძღვანელოდ.
,,- შენ ფორუმზე ჩასვლისას ყოველთვის უნდა იფიქრო – მე ახალი კაცი ვარ! ვიბრძვი კონსულობისათვის! ეს რომია! – შენ შანსი გაქვს, მიუხედავად იმისა, რომ არ ხარ მაღალი წრის წარმომადგენელი, არ გაგიჭირდება ბრძოლა შენს მეტოქეებთან, რომლებიც თავიანთ მაღალ წარმოშობაზე გაცილებით უფრო ცნობილნი არიან თავიანთი მანკიერებით. შენთვის, ციცერონისთვის ასეთი მეტოქეები სასურველიც კია: ორივე ბავშვობიდან მკვლელია! ორივე გარყვნილია! ორივე ნეხვშია! შეეცადე გადაიბირო კეთილშობილი ახალგაზრდები შენს მხარეს, ამავე დროს, იზრუნე იმაზე რომ ყველასათვის გასაგები იყოს რომ შენ მრავალი მეგობარი გყავს ყველა ფენაში, რადგანაც მონებიც კი გავლენას ახდენენ მათი პატრონების აზრზე.
აგიტაციამ უნდა მოიცვას არა მხოლოდ დედაქალაქი, არამედ უნდა გავრცელდეს პროვინციებსა და კოლონიებში. აუცილებელია ყველას დაპირდე დახმარებას, იმ შემთვევაშიც კი თუ ასეთ დახმარებას ვერავინ ვერასდროს მიიღებს. კანდიდატი ყოველთვის უნდა იყოს კეთილი და მშვიდი, ქუჩაში ყველას უნდა მიმართოს სახელით. მოუსმინე მონასაც კი რომელიც ყურთან ჩუმად გეტყვის თავის გასაჭირს. ხალხში ყოველთვის უნდა გამოჩნდე დიდი ამალით, ყველას ეგონოს, რომ ძალიან ბევრი მეგობარი გყავს. სენატორებს უნდა ეგონოთ, რომ ყოველთვის მათ მხარეზე იქნებით. მხედრობას უნდა ეგონოს, რომ მათი წრიდან ხართ. ხალხი კი უნდა დარწმუნდეს, რომ მათი დამცველი ხარ.
არჩევნებში მთავარია მეგობრების დახმარება და ხალხის სიმპათია. თუ კი გინდა გამარჯვება ადიდე ყველა და ყველაფერი!,,
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა