რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, სერგეი ლავროვი “ნატოს” შემოწყრა – “ნატო ძველი დროის გადმონაშთია, ის სამყაროზე ჰეგემონიის დამყარებას ცდილობს, სამართლიანი იქნებოდა ნატოს მაშინვე შეეწყვიტა არსებობა, როგორც კი საბჭოთა კავშირი დასრულდა და ვარშავის ხელშეკრულება დაიშალა” ბრძანა ლავროვმა
დღეს სასამართლოს წინაშე ამერიკის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი წარსდგება, ფინანსური მაქინაციების საქმეზე მის კომპანიებში-სასამართლომ ამ კუთხით ის დამნაშავეს ცნო-ახლა გასარკვევი ისაა, თუ რა ზომის ჯარიმა დაეკისრება მას ჩადენილი საქმიანობისათვის
ტრამპმა მოასწრო და განაცხადა რომ არასოდეს არ შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის და არ ისარგებლებს მისი მიწვევით
ევროკავშირის ერთ ერთი ლიდერი შარლ მიშელი ხვალ გასცემს რეკომენდაციას უკრაინასთან და მოლდოვასთან კავშირში მიღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაზე-ამ ჯგუფს საქართველო პრორუსული მთავრობის გამო ჩამოშორდა
გუშინ ევროკავშირის პრეზიდენტმა ურსულა ფონ ლაიენმა საჯაროდ სამ თეზისზე ისაუბრა – თუ რატომ უნდა გახდეს უკრაინა ევროკავშირის წევრი
ამის შემდეგ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებლობაზე ევროკავშირის საგარეო მიმართულების შეფმა ბორელმაც ისაუბრა
“უკრაინა ყოველთვის იქნება ჩვენი მთავარი თემა და მისი საქმე დღის წესრიგში ყოველთვის მთავარი იქნება” – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერბოკმა
იაპონიის საგარეო უწყება კიდევ ერთხელ გამოთქვამს უკრაინისადმი მხარდაჭერას და აცხადებს, რომ იაპონია ყველაფერს გააკეთებს უკრაინის დახმარების გზაზე
სლოვაკეთის პრემიერმა, ფიცომ, განაცხადა რომ არ შეეწინაღმდეგება ევროკავშირის მიერ უკრაინისათვის კერძო მწარმოებლების სამხედრო შეიარაღების გადაცემას
კანადამ უკრაინას გამნაღმველი რობოტების დიდი პარტია გადასცა
ოკუპანტებმა ავდეევკასა და კუპიანსკის მიმართულებით შეტევები შეანელეს-ავდეევკაში ბოლო სამ კვირაში უკრაინელებმა რუსეთის 400 ზე მეტი ტექნიკა და 8 ათას ოკუპანტზე მეტი გამოიყვანეს მწყობრიდან
ამასობაში უკრაინელები აგრძელებენ წარმატებულ შეტევას ტოკმაკ მელიტოპოლის მიმართულებით
უკრაინელები დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, შეიძლება ასე ითქვას უკვე დამკვიდრდნენ, რადგან აქ უკვე არამარტო უკრაინული ქვეითი მეომრებია, არამედ სამხედრო ტექნიკაც და წინსვლაც არის
ამასობაში მოლდოვაში ჩანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ მოლდოვას საგანგებო კომიტეტმა პრორუსული მსხვილი კოალიცია-ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით- არჩევნებიდან მოხსნა