ბათუმი-თბილისის რეისი გაჩერებულია – რკინიგზის განცხადება

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ბათუმი-თბილისის რეისი შეფერხდა. მიზეზი, მაღალი ძაბვის ქსელზე შექმნილი ტექნიკური პრობლემაა.

“ძვირფასო მგზავრებო! მაღალი ძაბვის ქსელზე შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო, შეფერხდა ბათუმი-თბილისის რეისი. საქართველოს რკინიგზის ტექნიკური ბრიგადა უკვე მუშაობს და უმოკლეს პერიოდში (მაქსიმუმ 30 წუთში) ვიმედოვნებთ მოძრაობის განახლებას”, – წერია განცხადებაში 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share