პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბარიერის დაწევაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ 5%-იანი ბარიერის არსებობა ადეკვატური და გამართლებულია.
პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები დღის წესრიგის რადიკალურად შეცვლისთვის მზად არ არის.
”არანაირი შინაარსი ამ მოთხოვნას არ აქვს, 2024 წლის არჩევნები ოქტომბერში ჩანიშნულია, ყველამ კარგად იცის დიდი ხანია, რომ 5%-იანია ბარიერი, მოემზადონ ამ არჩევნებისთვის. ნათქვამი იყო, რომ იმ შემთხვევაში თუ 2022 წლის დეკემბერში იქნებოდა პოზიტიური გადაწყვეტილება და ამას ხომ თავისი შინაარსი ჰქონდა, ბარიერთან ხომ არ იყო, საკითხი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ პოზიტიური გადაწყვეტილება, კანდიდატის სტატუსი დაწევდა პოლარიზაციას და ამ დაწეული პოლარიზაციის ფარგლებში შესაძლებელი იქნებოდა კიდევ ამაზე ფიქრი. არა თუ დაწია, სინამდვილეში საერთო ჯამში ჩვენ ვნახეთ, ერთი დამატებითი წელი ჯანჯღარის და მომავალი წელი რა მოგველის, ჯერ კიდევ შევხედოთ ოპოზიციას. მე მგონი, არაფერი ეტყობა ოპოზიციას, რომ ისინი მზად არიან რადიკალური დღის წესრიგიდან გადავიდნენ” – აღნიშნა პაპუაშვილმა.