„ხელისუფლებაში ჩვენ გვყავს მონები“, – ეს განცხადება სტუდენტმა, სამოქალაქო აქტივისტმა გიორგი დუმბაძემ „რეაქციაში“ გააკეთა.
როგორც დუმბაძე ამბობს, ხელისუფლება შეიცვლება, რადგან ახალგაზრდებისთვის განსხვავებული პოლიტიკური გარემოა მისაღები.
”ვფიქრობ, რომ ამ ხელისუფლების წასვლა დროის საკითხი, ამათი დღეები დათვლილია. პირველ რიგში, ის, რომ პოლიტიკა, რასაც ის ატარებს, ეკონომიკური, სოციალური, ყველაფერი არის დამღუპველი, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მათთვისაც. უბრალოდ განსხვავება მათსა და ჩვენს შორის არის ის, რომ მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩარტერული რეისით გაფრინდნენ ნებისმიერ ქვეყანაში და დაისვენონ. მათთვის სულ ერთია, რომ ხვალ საქართველო გაქრეს, ჩვენ კი მოგვიწევს მათი ქმედებების და საქციელების გამო პასუხისგება.
ჩვენ გვინდა ცივილიზებულ ქვეყანაში ცხოვრება, გვინდა თავისუფალი ბაზარი, მემარჯვენე ეკონომიკა, ადამიანის უფლებების დაცვა – გვინდა, რომ ხვალ, ჩვენ რომ გამოვალთ – იქნება პროტესტი თუ აზრის გამოთქმა, ჩემს ოჯახს არ უნდა ემუქრებოდნენ.
ქართული ოცნება, როცა კალაძე გამოდის და ამბობს, რომ 2024-ში კი არა 28-შიც მოვალთ და კონსტიტუციური უმრავლესობა გვექნება, ტყუილია,“ – ამბობს გიორგი დუმბაძე.