„ხალხს რა უნდა – უნდა სტაბილურობა, დაცულობა, სამართლიანი სასამართლო და ცხოვრების ჯანსაღი ხარისხი, ამ თემებზე საუბარს ითხოვს ხალხი, მას აინტერესებს, ვინ შესთავაზებს უკეთესს… გრძელვადიან პოლიტიკურ ნდობაზე უნდა იყოს აგებული,“ – ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლიკა გახარიამ „რეაქციაში“ გააკეთა.
როგორც გახარია ამბობს, იმისთვის, რომ ამომრჩევლის მობილიზება მოხდეს, საზოგადოებას პოლიტიკოსები იმ საკითხებზე უნდა ესაუბრებოდნენ, რაც მათთვის მნიშვნელოვანია.
”რა უნდა ქნას პოლიტიკურმა პარტიამ – უნდა შექმნას პროდუქტი, შინაარსი და მიიტანოს ამომრჩევლამდე. როდესაც სხვებს ვაკვირდები, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ხალხი ჰგონიათ არსისგან დაცლილი მასა, რომელიც რეაგირებს ზედაპირულ იმპულსებზე, სლოგანებზე, პოპულისტურ განცხადებებზე – ეს არ მომწონს და სწორედ ევროპულ საქართველოში დავინახე ის ძალა, რომელიც ხალხის ღირსებას უფრთხილდება,“ – ამბობს გახარია.