ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთი ე.წ. საბაჟო პუნქტის მოწყობას გეგმავს

ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საოკუპაციო რეჟიმი მშენებლობას იწყებს. კერძოდ, კადრებში ჩანს, რომ ენგურის ხიდის მეორე მხარეს ახალი ინფრასტრუქტურა ეწყობა.

ადგილზე საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საბაჟო პუნქტის მოწყობას გეგმავს, სადაც სატრანზიტო ტვირთებს გააფორმებენ, ამისთვის კი, საბაჟო პუნქტზე დამონტაჟდება სატვირთო ავტომობილების სპეციალური სასწორები და მოეწყობა ავტოსადგომიც.

ადგილზე მშენებლობა, სულ მცირე, 2 თვის წინ დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულმა აფხაზეთმა 7 თვის წინ დაიწყო თემაზე მუშაობა, რომ მესამე ქვეყნებიდან ტვირთები გაატარონ ოკუპირებული აფხაზეთის გავლით და ოკუპირებულმა აფხაზეთმა შეიძინოს სატრანზიტო დერეფნის ფუნქცია.

მოპოვებული ინფორმაცია კიდევ ერთი დასტურია, რომ რუსეთმა გეგმის სისრულეში მოყვანა დაიწყო – შეცვალოს სატრანსპორტო მაგისტრალები ისე, რომ საკუთარ მიზნებს მოარგოს და სანქცირებული ტვირთებისთვის საქართველო ტრანზიტულ დერეფნად გამოიყენოს.

საოკუპაციო რეჟიმი მდინარე ენგურზე ახალი ხიდის აშენებასაც გეგმავს.

ფორმულა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share