“კარგად და ჯანმრთელად იყოს, 150 წელი იცოცხლოს, თუ უნდა მეტიც” – გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ბიძინა ივანიშვილის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, როდესაც ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიულ ბანკს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობდა, მაშინ სრულიად აშკარად დაინახა, რომ ბიძინა ივანიშვილი მზად იყო “საკუთარი ქვეყნით ევაჭრა პირადი კეთილდღეობისთვის”.

„მაშინ დავინახე სრულიად აშკარად, რომ მისთვის მთავარი იყო საკუთარი ქონება და მზად იყო, რომ საკუთარი ქვეყნით ევაჭრა საკუთარი კეთილდღეობისთვის. ეს იყო ჩემთვის მისი პოლიტიკური ვერდიქტი. ადამიანურად რას ვერჩი, კარგად იყოს და 150 წელი იცოცხლოს, თუ უნდა მეტი, ესეც მემეტება“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share