“ტვ პირველის” ინფორმაციით, გორის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რუსეთის დედაქალაქში ღონისძიებაზე იმყოფებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ის ანატოლი ავაზნელის 500 კაციანი დაბადების დღის სტუმარი იყო.
ხინჩეგაშვილთან ერთად წვეულებაზე უკრაინისა და ამერიკის მიერ დასანქცირებული ბიზნესმენები იყვნენ. მათ შორის გორის საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახის წევრი ვახტანგ კარიჭაშვილიც
კარიჭაშვილის მოსკოვში ჩასვლას ადასტურებს საკრებულოს თავმჯდომარე.
დეპუტატები გორის საკრებულოდან ყვებიან, რომ სპორტსმენი მერის მოსკოვში წასვლა გასაიდუმლოებული იყო. მერიის თანამშრომლებს დაევალათ, ფეისბუქზე პოსტები დაედოთ, რომ არავის გასჩენოდა ეჭვი ხინჩეგაშვილის საქართველოში არ ყოფნის შესახებ.
ხინჩეგაშვილს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.
წყარო – ტვ პირველი