ისრაელის ხელისუფლება, რამდენიმესაათიანი მსჯელობის შემდეგ, დაეთანხმა “ჰამასის” წინადადებას, მძევლების, ისრაელში პატიმრობაში მყოფი, სექტორ ღაზას მოსახლეობის გაცვლაზე
თავდაპირველად 50 მძევალში 300 პატიმარი გაიცვლება-ყველა ეს ადამიანი-ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცები, ისრაელის ციხეში პატიმრობას, ამ ქვეყნის მოქალ;აქეებზე სხვადასხვა დროს განხორციელებული თავდასხმების გამო იხდიან
სანაცვლოდ სექტორში ისრაელი 4 დღის განმავლობაში საომარ ქმედებებს შეწყვეტს
ასევე მშვიდობიანი იქნება სექტორში ყოველი მომდევნო დღე, თუ ჰამასი, ყოველდღიურად დარჩენილი მძევლების განთავისუფლებას დაიწყებს
დასავლელი ექსპერტები საუბრობენ რომ ეს წინადადება, რომელიც ჰამასმა შუამავალ კატარის ხელისყფლების მეშვეობით შესთავაზე ისრაელს, ქვეყნის მთავრობისათვის მისაღები გარკვეულწილად დასავლეთის ზეწოლით გახდა
რადგან ამ ქვეყნებში დიდი ოდენობითაა მუსლიმი ამომრჩეველი და დემოკრატიული რეჟიმები მგრძნობიარენი არიან თავიანთი ამომრჩევლების მიმართ,ფანსაკუთრებით საუბარი საფრანგეთსა და ამერიკაზეა
დასავლეთმა “უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის” დოკუმენტზე მუშაობა დაასრულა
დასავლურმა მედიამ დოკუმენტიდან რამდენიმე პუნქტი გაასაჯაროვა-მაგალითისათვის
უკრაინის ეფექტური, მტკიცე და ხანგრძლივი უზრუნველყოფა სამხედრო რესურსებით – რომლის მობილიზებასაც ევროკავშირის სამხედრო მრეწველობა შეძლებს
უკრაინის სამხედრო შეიარაღებული ჯარისკაცენის მომზადების უზრუნველყოფა
უკრაინის სამხედრო სამრეწველო კომპლექსთან თანამშრომლობის გაძლიერება
უკრაინისათვის მაქსიმალური დახმარების გაწევა გამნაღვით საქმიანობაში
უკრაინის დახმარება – ევროკავშირთან დაახლოების პროგრამის ფარგლებში – რეფორმების გატარების კუთხით
სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა
უკრაინის ენერგოუსაფრთხოებაზე ზრუნვა
ამასობაში ევროკავშირმა უკრაინას მიკროსაფინანსო მხარდაჭერის ფარგლებში დამატებით მილიარდნახევარი ევრო გამოუყო
კანადამ უკრაინას მილიარდნახევარი კანადური დოლარი ფამოუყო სამხედრო დახმარების ვარგლებში
უკრაინის რადამ დაამტკიცა კანონპროექტი სახელმწიფოში ინგლისური ენის გამოყენების შესახებ
ბულგარეთის პარლამენტმა მოახდინა გადაწყვეტილების რატიფიცირება-რომლის მიხედვითაც ქვეყანა უკრაინას 100 ერთეულ ჯავშანტრანსპორტიორს გადასცემს
უკრაინისადმი ლიტვის მიერ გადაცემულ ახალ სამხედრო დახმარებაში ძირითადად ზამთრის წინაღობების დისტანციურად განეტრიალების დანადგარები შედიან
საფრანგეთი და გერმანია ქმნიან ახალ კოალიციას რომლის მიზანია უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვის მაქსიმალური უზრუნველყოფა
ბრიტანეთი და ნორვეგია ქმნიან კოალიციას რომლის მიზანია უკრაინის უსაფრთხოების უზრინველყოფა შავ ზღვაზე
ესტონეთი უკრაინის კიბერუსაფრთხოების განმტკიცებაზე ნახევარ მილიონ დოლარს გამოყოფს
პენტაგონმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია თითქოსდა უკრაიბისადმი სამხედრო დახმარება, ისრაელის კონფლიქტის შემდეგ, 30 პროცენტამდე დაეცა
ამერიკას უპრობლემოდ შეუძლია ერთდროულად როგორც ისრაელის ასევე უკრაინის დახმარება – აცხადებენ პენტაგონში
დასავლურ მედიაში დღეს ძირითადი თემაა ნიდერნადებში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები სადაც გამარჯვებული ულტრამემარჯვენე ვილდრესის პარტიაა-რომელიც ერთდროულად ევროკავშირის წინააღმდეგიცაა და უკრაინისათვის სამხედრო დახმარების-თუმცა დამოუკიდებლად მას არ შეუძლია მთავრობის დაკომპლექტება და თუ მეორე და მესამე ადგილზე გასული პარტიები შეთანხმდებიან, მათ ვილდრესის გარეშე შეუძლიათ შექმნან კოალიციური მთავრობა
ნიდერლანდები მეორე ევროკავშირის ქვეყანაა სლოვაკეთის შემდეგ სადაც საპარლამენტო არჩევნებში ანტიუკრაინული პარტიები იმარჯვებენ
ნიდერლანდებში გამარჯვებული პარტია პარალელურად ანტიისლამურია და ებრძვის ქვეყანაში მიგრანტების შეშვებას
ტვიტერში, რუსულენოვან საზოგადოებაში, განხილვის თემა, ჰოლივუდის ვარსკვლავის, რობერდო ფე ნიროს ტრამპზე გაკეთებული განცხადებაა, რომელიც მეგავარსკვლავმა მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს გააკეთა
“უამრავი როლი შემისრულენია, მათ შორის ბოროტების, მკვლელების, ყაჩაღების – როლის დროს ვსწავლობდი მათ ფსიქოლოგიას, მათაც აქვთ მორალური კოდექსი-მაგრამ ასეთი როგორიც ტრამპია არ მინახავს, ბოროტი, ზიზღით სავსე, არაფერი და არავინ არ აინტერესებს თავისი თავის გარდა, მან გაყო ამერიკა და ისევ გვემუქრება, მე არაფერი მაქვს მემარცხენეების საწინააღმდფეგო მაგრამ შეუძლიათ აირჩიონ ვინმე სხვა ვიდრე ასეთი საშიში და ჭკუიდან გადასული ადამიანი” – ამბობს დე ნირო დონალდ ტრამპზე
ამერიკულ მედიაში დემოკრატ კონგრესმენ კრისტ მერფის განცხადებას განიხილავენ, რომელიც მან ჟურნალ “პოლიტიკო” ს მისცა:
“არ ვარ დარწმუნებული უკრაინა მომავალი წლის თებერვლამდე გაძლებს თუ ჩვენ მას არ დავეხმარებით, შესაძლოა რამდენიმე კვირაში მათ საბრძოლო შეიარაღება დაუმთავრდეთ. მოვიდა დრო მოიხსნათ ვარდისფერი სათვალეები” აცხადებს მერფი
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ გზით მერფი ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს იმ რესპუბლიკელებზე, რომლებიც წინააღმდეგნი არიან ხმა მისცენ, ქვეყნის ბიუჯეტში უკრაინის 60 მილიარდიანი დახმარების დამტკიცებას.