“ზღვის კაცი”
.
გურიაში არსებობდა გადმოცემა, რომლიც მიხედვითაც 9 მარტს ზღვიდან ამოდიოდა „ზღვის კაცი“. თუ ამ დღეს კარგი დარია, ეს ნიშნავს, რომ „ზღვის კაცმა“ დალოცა ქვეყანა და იმ წელს მოსავალიც უხვი იქნება, ხოლო თუ ცუდი დარია ეს იმას ნიშნავს, რომ ზღვის კაცმა დაწყევლა ქვეყანა და იმ წელს მოსავალიც ცუდი იქნებოდა.
.
“გურიაში იციან „ცხრამარტობა“. ცხრამარტობას გაუშვებენ ცხენს ნედლ ბალახზე და დააბამენ ხმელზე მხოლოდ ნოემბერში. ასე, რომ, ნედლი ბალახი უწევს ცხრა თვის განმავლობაში.” (ლომთათიძე)
.
ცხრამარტობას გურულის აზრით კაცმა უნდა ცხრა დარგოს, ცხრა დამყნოს, ცხრა დაამაგინოს, ცხრა გადახტეს, ცხრა დალიოს, ცხრა შესჭამოს, თუ შეყვარებულია – ცხრა აკოცოს.
.
სავარაუდოდ ზემოხსენებულ “ზღვის კაცს” კავშირი უნდა ჰქონდეს მეგრულ ღვთაება ,,მესეფთან”, რომელიც ამინდის განმსაზღვრელი ღვთაებაა იყო, გადმოცემის მიხედვით მესეფი ზღვაში ცხოვრობს და ყოველი წლის 23 აპრილს ღამით ზღვიდან ნაპირზე ამოდის. ითვლებოდა, რომ თუკი მესეფი ზღვიდან ნაბდით ამოვიდოდა, ის წელიწადი წვიმიანი და მოუსავლიანი იყო.
.
მასალის ძირითადი ნაწილი მომზადებულია გ. ლომთათიძის ნაშრომიდან „ცხრაობითი თვლა და მისი წარმომშობი საფუძველი“ წაკითხულია მოხსენებად საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების სხდომაზე 01.02.1929 წელს
.
აჭარის მუზეუმში დაცული ქობულეთში (ფიჭვნარში) აღმოჩენილი მონეტა თევზისკუდიანი წვეროსანი მამაკაცის გამოსახულებით
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა