საქართველოში არსებობდა ლეგენდები, რომელთა მიხედვით ტბებში ცხოვრობდნენ – წყლის ხარები, წყლის კამეჩები, წყლის ცხენები და ა.შ. ამის გამო მწყემსებს საზაფხულო საძვრებზე გარეკილი საქონელი ტბასთან მიყავდათ, რადგანაც თუ კი ტბაში პირუტყვს ჩაუშვებდნენ და მის წყალს დაალევინებდნენ ან დაბანდნენ, საქონლის ჯოგი კარგად განაყოფიერდებოდა (მ. მაკალათია 1972) და ნამატიც დიდი იქნებოდა.
.
ამ დადმოცემებთან დაკავშირებული უნდა იყოს ლეგენდა ჭინჭაოს ტბაში მცხოვრები “წყლის ხარის” შესახებ, რომლის მიხედვითაც ჭინჭაოს ტბაში ცხოვრობდა “წყლის ხარი”, რომელიც წელიწადში ერჯერ ზამთრობით წყლიდან ამოდიოდა. ხალხის რწმენით “წყლის ხარის” მაგიური ენერგიით გაჯერებული იყო ტბის წყალიც, რომელსაც ხალხის აზრით გააჩნდა განაყოფიერების მაგიური ძალა.
.
ვ. შამილაძის (1964) ცნობით – უშვილო ქალები ჩადიოდნენ ჭინჭაოს ტბაში განსაწმენდად და ხალხი დარწმუნებული იყო, რომ ჭინჭაოს მაგიურ ძალას შეეძლო უშვილო ოჯახის დახმარება და ტბაში განწმენდის შემდეგ უშვილო ქალს შვილი შეეძინებოდა.
.
ჭინჭაოს ტბა გურიის ერთერთი ღირშესანიშნაობაა, იგი ვულკანური წარმოეშობისაა და განთავსებულია ჩამქრალი ვულკანის კრატერში. სამწუხაროდ ტბის გარშემო მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ გაასხვისა და ამჟამად კერძო საკუთრებაა.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა