40 წლის ქალი ოზურგეთში მძევლად აიყვანეს და 2 კვირის განმავლობაში აწამებდნენ – დაკავებულია ცნობილი “ტიკტოკერი”

40 წლის ქალი “შაბათის ეთერს” გამაოგნებელ ისტორია უყვება – ამბობს, რომ ოზურგეთში მძევლად აიყვანეს და ორი კვირის განმავლობაში სასტიკად აწამეს.

“მაუპატიურებდა, მცემდა, შვილების გაუპატიურებით მემუქრებოდა”- უყვება ახალგაზრდა ქალი “შაბათის ეთერს” და ხელს ცნობილ “ტიკტოკერს” ადებს.

ძალადობის მსხვერპლი ქალი ჰყვება, რომ  შემოსვლის ნაწილს ხვიჩა საპანაძეს თვეების განმავლობაში ურიცხავდა. მისივე თქმით, კაცი არწმუნებდა, რომ როგორც კი მისი ემიგრაცია დასრულდებოდა და სამშობლოში დაბრუნდებოდა, უნდა ექორწინათ. ეს დღე 1 ნოემბერს დადგა, ემიგრანტი სამშობლოში დაბრუნდა და ტიკტოკერ ხვიჩა საპანაძეს ოზურგეთში ჩააკითხა.

სავარაუდო დამნაშავის სახლში ქალმა 14 უმძიმესი დღეს გაატარა, მისი გათავისუფლება კი სავარაუდო დამნაშავემ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ოჯახმა გაუჩინარებული ქალის  ძებნა დაიწყო.

საბოლოოდ, ცნობილი “ტიკტოკერი” პოლიციამ გაუპატიურების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობის და ცემის ბრალდებით დააკავა. პოლიციის ალყაში ხვიჩა საპანაძის იგივე „სონის „ სახლი მას შემდეგ მოექცა, რაც მისმა მეგობარმა ქალმა  პოლიციას უმძიმესი ჩვენება მისცა.

დაკავებამდე საპანაძემ  დაადასტურა, რომ ემიგრანტ ქალს მის ანგარიშზე ფულს არიცხვინებდა, თუმცა ამკევინებს რომ ეს მისი ჯიბის ფული იყო.

დაკავებამდე ბრალდებულმა ქალზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობაც კატეგორიულად   უარყო. პატივისა და ღირსების შელახვის გამო კი ქალის წინააღმდეგ სამართლებრივი დავაც დააანონსა.

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share