გვარამიას ჩაწერა ე.წ. რეზოლუციაში ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უდიდესი შეურაცხყოფაა – ყაველაშვილი

ნიკა გვარამიას მოხსენიება მედია მენეჯერად და მისი ჩაწერა ე.წ. რეზოლუციაში არის ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უდიდესი შეურაცხყოფა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ნიკა გვარამია იყო პირველი ინკვიზიტორი, რომელმაც მისი ბელადის დავალებით, საქართველოში გაანადგურა დამოუკიდებელი მედია და თავისუფალი სიტყვა.

„ნიკა გვარამიას მოხსენიება მედია მენეჯერად და მისი ჩაწერა ე.წ. რეზოლუციაში არის ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უდიდესი შეურაცხყოფა, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ეს კაცი იყო პირველი ინკვიზიტორი, რომელმაც მისი ბელადის დავალებით, საქართველოში გაანადგურა დამოუკიდებელი მედია და თავისუფალი სიტყვა“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share