“ოცნება გადაღუნულია !!! მომავალი კი ჩვენს ხელშია!” – ნუგზარ სულაშვილი

საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი განვითარებულ პოლიტიკურ mოვლენებს სოციალურ ქსელში აანალიზებს.

“დღევანდელი მოკლე ანალიზი ევროპარლამენტი ფაქტიურად მზად არის უკრაინას და მოლდოვას მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რადგან მათი ინტეგრაციული სულისკვეთება მჭიდრო კავშირშია იმ ღირებულებებთან, რომელიც შესაბამის მოთხოვნებს პრინციპულად აკმაყოფილებს.

საქართველოს შემთხვევაში ეს დამოკიდებულება არ მჟღავნდება, თუმცა ისინი მზად არიან მოგვცენ გარკვეული დრო ხარვეზების გამოსასწორებლად და ხაზს უსვამენ არა ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის ინტერესებს.

პარლამენტართა ტონი არ მოიცავს თხოვნის ფორმატს. ეს არის მკაცრი მოთხოვნა, რომლის არ შესრულებაც ნიშნავს გაურკვეველ მომავალში დარჩენას.
სრული დიპლომატიური კორექტულობითა და პროტოკოლით ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების ის შემადგენლობა, რომელიც მოცემულობაში არსებობს, აცდენილია იმ ორბიტას, რომელზეც ევროპა მდებარეობს და მდგომარეობის რადიკალურ ცვლილებებს ელოდებიან.

რაღა თქმა უნდა, ოფიციალურად არავინ გვავალდებულებს ხელისუფლების შეცვლას, თუმცა ხმამაღლა გვეუბნებიან, რომ ქართული ოცნების მმართველობა ვერ მიაღწევს იმ მიზანს, რომელსაც ევროპული ინტეგრაცია ჰქვია. ამშემთხვევაში ევროპარლამენტმა თვალნათლივ გამიჯნა ხალხი და ხელისუფლება. მესიჯი ფორმულირდება ამ სახით – ხალხი კარგია, ხელისუფლება ცუდი.

რაც შეეხება ოლიგარქის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნას, ვთვლი რომ ეს დიდი გამარჯვებაა და ბედნიერი ვარ, რომ ამ საქმეში, თუნდაც უმნიშვნელო წვლილი მე და ჩემს უცხოელ კოლეგებსაც მიგვიძღვის, რადგან წლების განმავლობაში ვაგროვებდით ყველა შესაბამის დოკუმენტაციას, რომელიც სარწმუნო იქნებოდა საერთაშორისო დონის პარტნიორებისთვის, ივანიშვილის რეალური სახის აღმოსაჩენად. მათი მხრიდან, პირვანდელი სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ამის გაკეთება და შედეგი სახეზეა. ის, ახლა უკვე მსოფლიოსთვის, ალტრუისტი კი არა, რუსი აფერისტი ოლიგარქია, რომელმაც მოახდინა სახელმწიფოს უზურპაცია და გაანადგურა ყველა დემოკრატიული ინსტიტუცია.

ახლა მთავრი სიტყვა, თითოეული პატრიოტის ძალისხმევაშია. ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ მსოფლიოს, რომ რაღაც “ბოსტანს” კი არ წარმოვადგენთ, არამედ ვართ ღირსეული ქვეყნის შვილები, რომლებსაც სურთ პროგრესი და განვითარება.

რეზიუმე:
ოცნება გადაღუნულია !!!
მომავალი კი ჩვენს ხელშია!!!”, – წერს სულაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share