ფარცხალაძე გახდა სახე, თუ როგორ შეიძლება, დაიცვას ამ ხელისუფლებამ ჯაშუში – ხათუნა სამნიძე

მუშაობენ თუ არა შეთანხმებულად”ქართული ოცნება” და რუსეთის ჯაშუშობაში მხილებული ყოფილი მთავარი პროკურორი  – “რესპუბლიკელების” ლიდერი ხათუნა სამნიძე “ტვ პირველის” ეთერში აცხადებს, რომ შეუძლებელია, მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ოთარ ფარცხალაძის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონოდათ.

მისი თქმით, “ფარცხალაძე გახდა სახე “ქართული ოცნების”, რომელიც მზად იყო, პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირებით ეპასუხა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის.

”ფარცხალაძე გახდა სახე “ქართული ოცნების”, მას შემდეგ რაც მისი სანქცირება მოხდა, ვნახეთ, როგორი რეაქცია ჰქონდა “ოცნებას”. პრაქტიკულად, მაშინ როდესაც დავიწყეთ პარლამენტში ამ თემაზე საუბარი, “ქართული ოცნება” მზად იყო ფიზიკური დაპირისპირებისთვისაც ეპასუხა ოპოზიციისთვის, რადგან ფარცხალაძე გახდა სახე, თუ როგორ შეიძლება, რომ დაიცვას ხელისუფლებამ ჯაშუში. ფარცხალაძე გამოცხადებულია, რომ ის რუსეთის ინტერესებს ატარებდა ამ ქვეყანაში და შეუძლებელია, რომ ის ყოფილიყო მარტო. შეუძლებელია, რომ მათ არ იცოდნენ, რა საქმიანობას ეწეოდა ფარცხალაძე”, – აღნიშნა სამნიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share