სრული დუმილი – ასე პასუხობს შინაგან საქმეთა სამინისტრო სკანდალურ ჟურნალისტურ გამოძიებას. ტვ პირველის შაბათის გუნმდა გაასაჯაროა ყველა ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ ხალხის ფული გომელაურის უწყებამ რუსული კატარღების შესაძენად დახარჯა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სანქციების გამო, საბანკო ტრანზ-ქცია ვერ შესრულდა, რის გამოც პუტინის პარტიის წევრ ბიზნესმენებს მილიონები მოსკოვში ჩემოდნით ჩაუტანეს.
როგორ მოხვდა რუსული კატარღები ქართულ აკვატორიაში? ფაქტების მიუხედავად, “ოცნებაში” ამტკიცებენ, რომ ეს დეზინფორმაციაა.
ხელისუფლების თავის მართლება, ოპოზიციას უჩენს განცდას, რომ ღარიბაშვილის მთავრობამ პოლიტიკური განაცხადი გააკეთა. ოფიციალურმა თბილისმა სანქიცირებული მოსკოვი დაარწმუნა, რომ ოკუპანტ ქვეყანაში საიმედო პარტნიორი ეგულებათ.