დიდი 10-ის მე-11 ტურის გასვლით შეხვედრაში ოზურგეთის “არწივებმა” დაძაბულ ორთაბრძოლაში ბოლნისის “ყოჩებს” თბილისში სძლია, რომელიც გათამაშების ცხრილში მე-4 ადგილს იკავებდა და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებოდა მესამე ადგილზე მყოფ გუნდს, რის გამოც გამარჯვება უპირობოდ ესაჭიროებოდა.
თუმცა, “არწივებმა” მეტოქეს იოლი გასეირნების საშუალება არ მისცეს და ბოლნისელებს ლელო პირველსავე წუთებზე დაუდეს, ზუსტი გარდასახვითურთ, რის შემდგომაც თამაში საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, ფაქტოვრივად ქულა-ქულაში, რა დროსაც “არწივებმა” ძალიან კარგი და გააზრებული თამაში აჩვენა და საკმაოდ ძლიერ მეტოქეს, წამდაუწუმ აწუხებდა და ანერვიულებდა.
საბოლოო ანგარიში კი, ბოლო წუთებზე გატანილმა ჯარიმამ გადაწყვიტა, რომელიც ლეგიონერმა და პირველი ლიგის გასული სეზონის ერთ-ერთმა ლიდერმა, “არწივების” მარვინ ფრედერიქსმა ზუსტად შეასრულა, რის შემდგომაც, დარჩენილ დროში, ბოლნისელებმა საპასუხოდ ვერაფერი გასწიეს და ტაბლოზე 30-32 დაფიქსირდა ოზურგეთის “არწივების” სასარგებლოდ.
ამ დროისთვის “არწივებს” 11 ქულა აქვს და მომდევნო, მე-12 ტურის მატჩს, თბილისის “აკადემიასთან” გამართავს, რომელიც ხანგრძვლივი პაუზის შემდეგ, უკვე მომავალი წლის 26-28 იანვარს შედგება.