პეტიციაზე სააკაშვილის ხელმოწერა არის და ბუნებრივია, უკვე არის ჩემიც – მარგველაშვილი

”ვთქვი, რომ მე ხელს მოვაწერ მარტო იმის შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილს შესთავაზებენ ხელმოწერას. მე ანომალიად მიმაჩნია, ქვეყანაში პრეზიდენტს არ მიეცეს შესაძლებლობა, თვისი პოზიცია დააფიქსიროს ქვეყნის გეოპოლიტიკური არჩევანის უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით […] მე მომიხდა, ასე ვთქვათ, მცირე ულტიმატუმის, გარკვეული მოთხოვნის წაყენება, რომ მიხეილ სააკაშვილს მისცემოდა ასეთ პეტიციაზე ხელის მოწერის უფლება და მისი ხელმოწერა დღეს არის ამ პეტიციაზე. მე მიმაჩნია, რომ ეს იყო სწორი მოთხოვნა ჩემი მხრიდან და ეს მოთხოვნა შესრულდა. ბუნებრივია, ჩემი ხელმოწერაც არის ამ პეტიციაზე. ბუნებრივად იყო ჩემი, როგორც პროევროპული პოლიტიკოსის, ხელმოწერა ამ პეტიციაზე, მაგრამ ასეთი ულტიმატუმის დაყენების აუცილებლობა, სამწუხაროდ, დადგა […]

ვუერთდები იმ სულისკვეთებას, რომელიც არის ახლა ქალბატონ პრეზიდენტთან. მიხარია, რომ იქ გაერთიანდა საზოგადოება. მათთან ერთად ვარ პოლიტიკური პოზიციით, სულიერად, ემოციურად, მაგრამ იქ ჩემი არმისვლით კიდევ ერთხელ მომიხდა იმაზე ხაზის გასმა, რომ ინსტიტუტების პატივისცემა მნიშვნელოვანია.”

თქვა ექსპრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტვ პირველი ეთერში ჩართვისას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share