იმ თანხასაც, იმ პირობებსაც რომელშიც ახლა ვცხოვრობ, ერთი წამითაც არ დავფიქრდები, რომ შემეძლოს ჩემი შვილის სიცოცხლეში გავცვალო. ჩემთვის გადამწყვეტი არაფერს სხვას არ აქვს, გარდა იმისა, რომ სანამ მოვკვდები, მანამ დავინახო ჩემი შვილის მკვლელი და მასთან თანმხლები პირები, რომლებიც ჩემს წაქცეულ შვილს ფეხს არტყამდნენ, დავინახო ჩვენს მხარეს, ქართულ ტერიტორიაზე დაისაჯოს და აგოს პასუხი კანონის წინაშე. მე არ ვითხოვ არავის სიკვდილს, მას ის სიცოცხლეც, თუ საერთოდ ადამიანობა შერჩენია, ეყოფა სასჯელად ადამიანის სისხლში რომ აქვს ხელი გასვრილი.”
თქვა საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ ფორმულას ეთერში, გადაცემა ღამის კომენტარში.
ოთხოზორიას ოჯახმა სტრასბურგის სასამართლოში რუსეთს დავა მოუგო. სასამართლომ რუსეთს ოთხოზორიას ოჯახისთვის კომპენსაციის სახით 130 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.