რუსეთის ყველა გადაწყვეტილება აფხაზეთში არალეგიტიმურია – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე ჟურნალისტებთან კომენტარი გაკეთა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი ტერიტორიების დაცვა შეუძლია მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით და საერთაშორისო ტრიბუნას “ოცნება” ყოველთვის უნდა იყენებდეს იმისთვის, რათა ხმამაღლა გააჟღეროს პოზიცია, რომ რუსეთის ყველანაირი მცდელობა აფხაზეთში არის არალეგიტიმური.

”ეს გადაწყვეტილება, როგორც სხვა ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ეხება აეროპორტს, რომელიც ეხება ოჩამჩირეს, ეს ყველაფერი არის არალეგიტიმური, არალეგალური და ეს არის ხალხის ნების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ დღეს ასე ვერ შევცვლით, მაგრამ შეცვლით იმით, რომ არ ვაღიარებთ. არალეგიტიმური არის და რაც მთავარია არის ის, რასაც ებრძვის თვით მოსახლეობა ამდენი წელია. ჩვენი დაცვა არის საერთაშორისო არენაზე, რომ იქ ყოველდღიურად, ყოველთვის გავაპროტესტოთ, რომ ეს არალეგალური ნაბიჯები არ გახდეს რაღაც დე ფაქტო ნაბიჯები”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share