სააკაშვილს აქვს გამახვილებული სმენა ჩვენი ამომრჩევლების მოთხოვნების მიმართ, სწორედ ამას მოემსახურება ეს კომიტეტი – ჯაფარიძე

მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული პოლიტიკური აქტოვობის და თანხმობის კომიტეტი ამომრჩევლების მოთხოვნებს მოემსახურება – ამის შესახებ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში, “საჯარო პოლიტიკაში” ენმ-ს წევრმა და მესამე პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ყოველთვის იდგა მოქალაქეების გვერდით და ამ კომიტეტით მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება ამომრჩეველი.

”მინდა ავხსნა, რა არის მიხეილ სააკაშვილის მიერ შემოთავაზებული ეს მოდელი. პოლიტიკური აქტოვობის და თანხმობის კომიტეტი მიზნად ისახავს, პარტიასა და ჩვენს ამომრჩეველს შორის არსებული ვერტიკალის კიდევ უფრო გამყარებას, მათ შორის უერთიერთჰარმონიზაციას. ყევლაზე მეტად მნიშვნელოვანია ერთი, რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური ხელმძღვანელობა თავიანთი ერთგული ელექტორატის გარეშე უბრალოდ არ წარმოადგენს არაფერს. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენ უნდა ვემსახუროთ ჩვენს ამომრჩეველს და ეს იქნება მაქსიმალურად გათვალისწინებული ამ ჩვენი კომიტეტით. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ მიხეილ სააკაშვილის ყოველთვის იდგა ჩვენი მოქალაქეების გვერდით. ყოველთვის ისმენდა მათ პოზიციას. მიხეილ საკააშვილს აქვს არაჩვეულებრივად გამახვილებული სმენა ჩვენი ამომრჩევლების მოთხოვნების მიმართ”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ცხელი წინაასაარჩევნო წლის დაწყებამდე, სააკაშვილი ახალი პოლიტიკური ორგანოს შექმნას აანონსებს. მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ სწორედ ერთობის კომიტეტმა უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები. დასახელებულია სათათბიროს რამდენიმე წევრიც. პარტიის ლიდერშიპი და სოფო ჯაფარიძე, როგორც მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი. თუმცა კომიტეტის შემადგენლობის ძირითადი ნაწილი საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები უნდა იყვნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share