დღეს, 16 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა, ეს ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 124-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელა 246 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია -15 327
- გამოჯანმრთელებულია – 7 613
- მათ შორის გარდაცვლილია – 124
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 5 721
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1 042
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 38 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 29 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.