პუტინი აქტიურად უგზავნის სიგნალს დასავლეთს, რომ მზად არის ზავისთვის – NYT

საჯაროდ რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მზადაა ომი განუსაზღვრელი ვადით განაგრძოს, მაგრამ „კულუარული დიპლომატიის“ არხებით ის დასავლეთს მიანიშნებს, რომ სურს რაც შეიძლება მალე დადოს სამშვიდობო შეთანხმება – ამის შესახებ “ნიუ-იორკ თაიმსი” სხვადასხვა საერთაშორისო ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს

წყაროების თანახმად, პუტინის სიგნალები შეთანხმების მიღწევისთვის, სექტემბრიდან დაიწყო – “კრემლი მზადაა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და კონფლიქტის გაყინვას მიმდინარე საკონტაქტო ხაზზე” ნათქვამია სტატიაში.

ამავე სტატიაში ნათქვამია, რომ ეს სიგნალები მოდის მრავალი არხით, მათ შორის უცხოური მთავრობების მეშვეობით, რომლებსაც აქვთ კავშირები შეერთებულ შტატებთან და რუსეთთან. რუსეთის არაოფიციალური ემისრები თანამოსაუბრეებთან საუბრობდნენ იმ პოტენციური შეთანხმების კონტურებზე, რომელსაც პუტინი მიიღებს.

წყაროები ამბობენ, რომ რუსული პროპაგანდა რუსებს იოლად აუხსნის, რატომ არის ასეთი „ფრე“ რეალურად „გამარჯვება“. როგორც გამოცემის ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ განაცხადა,ასეთი შეთანხმებისთვის იდეალური დრო მარტის საპრეზიდენტო არჩევნებამდე იქნება.

თუმცა, სტატიაში ნათქვამია, რომ დასავლეთში ბევრი სკეპტიკურად უყურებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რადგან ეს მხოლოდ პუტინს აძლევს დროს რომ ხელახლა შეიარაღდეს ახალი თავდასხმისთვის.

ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი ამბობს, რომ კრემლის სიგნალები, თითქოს ის მზად არის შეთანხმებისთვის, შეიძლება მხოლოდ შეცდომაში შეყვანის მცდელობა იყოს და არა კომპრომისზე წასვლის სურვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share