რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება ომის სამართლიანად დასრულების ერთ-ერთი გასაღებია – ზელენსკი

“ამ კვირაში ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რამდენად ეფექტურია ჩვენი საჰაერო ფარის გაძლიერება. და არა მხოლოდ ქალაქებისა და სოფლების დასაცავად რუსული თვითმფრინავებისა და რაკეტებისგან, არამედ ფრონტზე მუშაობისთვის. რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება ამ ომის სამართლიანად დასრულების ერთ-ერთი გასაღებია. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, რომლებიც უკვე გვეხმარებიან ამაში და რომლებიც ემზადებიან მომავალი წლისთვის, შესაბამისი ნაბიჯების გადასადგმელად.

არის უკრაინის ახალი სანქციების გადაწყვეტილებები: მე მოვაწერე ხელი შესაბამის განკარგულებებს, ისინი უკვე გამოქვეყნებულია. ეს არის სულ 130-ზე მეტი იურიდიული და 20-ზე მეტი ფიზიკური პირი. ვინც მუშაობს რუსული აგრესიისთვის, ვინც მას ეხმარება, ვინც ტერორისტულ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ვერაგ გზას დაადგა. ყველა მათგანი აგებს პასუხს თავის ქმედებებზე.”

ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share