”არჩევნებზე ხომ მნიშვნელოვანია თითოეული ეს ოჯახი, ახლა? ახლა არ არის საჭირო?”

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ნინია ბარამიძე ჯგუფში  ”This is ლანჩხუთი” სოფელ ხაჯალიის პრობლემების შესახებ წერს:
”ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯჯალიის პრობლემებზე სოციალური ქსელის მომხმა
დაწერ რამე პრობლემას და “ინტრიგანი” ხარ, ან “დრამას” დგამ, ან “იტყუები”,
სოფელ ხაჯალიაში, ”ავტობანის ასასვლელი გზა” რომ გააკეთეს, “გააკეთეს” (გაკეთებული არ ჰქვია ამას), დაზარალდა 7 ოჯახი!!!
სულ არ მაინტერესებს რომელი კომპანიაა, ვისი ახლობელია (ლანჩხუთელები ყოფილა, შემსრულებელი კომპანია), ამ დაზარალებულ ხალხს, მიეცით ის კომპენსაცია რაც მათ ეკუთვნით.
მოსახლეობა როცა არ უშვებდა სოფელში ტექნიკას, მინისტრის მოადგილე მისულია თხოვნით, ოღონდ დაასრულებინეთ ახლა და დანარჩენს ჩვენ მივხედავთო. ტყუილი!!!
1 წელი გავიდა ამ ამბებიდან, კომპანიის პასუხია რომ ვერ იპოვეს ისეთი კომპანია, რომელიც შეასრულებდა ამ სამუშაოებს!!!
ტელევიზიებამდე ნუ მიიყვანთ საქმეს!!!!
არჩევნებზე ხომ მნიშვნელოვანია თითოეული ეს ოჯახი, ახლა? ახლა არ არის საჭირო?!!!!
მიხედეთ ამ ხალხს დროულად, და დაიცავით მათი
ინტერესები!” – წერს ბარამიძე.
შეიძლება იყოს text გამოსახულება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share