“პეტერ მიკისკას პირადი მადლობაც გადავუხადე… ძალიან გვერდში მედგა მთელი ამ ხნის განმავლობაში”, – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია საუბრობს და საქართველოში ჩეხეთის ელჩის, პეტერ მიკისკას მისიის დასრულებას ეხმაურება.
ნიკა გვარამიამ ამ საკითხზე ჩეხეთის ელჩის გამოსამშვიდობებელ ვახშამზე ისაუბრა. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ.
”პიტერი დიდი მეგობარია ამ ქვეყნის, დიდი გულშემატკივარი. მე მას პირადი მადლობაც გადავუხადე, იმიტომ რომ ძალიან გვერდში მედგა, მთელი ამ ხნის განმავლობაში. პლიუს ჩემს ოჯახს ძალიან ამხნევებდა. ნუ ის კარგი მეგობარია ჩემთვის პერსონალურადაც, მაგრამ რაც მთავარია ის არის ამ ქვეყნის ძალიან კარგი მეგობარი და გულშამატკივარი. დარწმუნებული ვარ რომ ჩეხეთიდან ახალი ელჩი რომელიც ჩეხეთიდანაც ჩამოვა ნაკლები გულშემატკივარი არ იქნება, თუმცა ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ ჩემი პირადი მეგობარიც მიდის ამ ქვეყნიდან, თუმცა ჩვენ კომუნიკაციას არ შევწყვეტთ ამაში დარწმუნებული ვარ”, – ამბობს ნიკა გვარამია.