ამერიკის პრეზიდენტმა, პარასკევს საღამოს, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც იმ ორგანიზაციებისა და ფინანსური სტრუქტურების მიმართ სანქციები მკაცრდება, რომლის მეშვეობითაც რუსეთი ცდილობს თავი დააღწიოს სანქციებს
ამერიკული მედიის ცნობით, ამ სიაში გრძელი ჩამონათვალია და მასში ამიერკავკასიისა და შუა აზიის ბანკების გარდა ჩინეთის, ინდოეთის, თურქეთის, არაბეთისა და მაროკოს ფონანსური ორგანიზაციებიც მოხვდნენ
დღეიდან უკვე, ამ ქვეყნების ფინანსური სტრუქტურები, რომლებიც აწარმოებენ გადარიცხვებს, აქვთ ანგარიშები გახსნილი ყველა იმ კომპანიისა რომლებსაც კავშირი აქვთ ნებისმიერი სახის პროდუქციასთან, რომლებიც გამოიყენება პირდაპი ან ირიბად რუსული ომის მანქანის მიერ საბრძოლო ან ნახევრად საბრძოლო შეიარაღების წარმოებისაკენ ან გამოიყენება მათ წარმოებაში, ხვდებიან ამერიკული სამიზნეები და ექცევიან სანქციების ქვეშ
ასე რომ, იმ ქართულ ბანკებს, რომლებიც დღეისათვის, რუსეთის მოქალაქეებს უპრობლემოდ უხსნიან ანგარიშებს, მოუწევთ ჯერ მათი საქმიანობის შესწავლა და ტრანზაქციებამდე ფინანსების დანიშნულებების გადამოწმება
გერმანიამ, გუშინ, უკრაინისათვის მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა, მასში ძირითადად შედის ჯერარდის ტიპის საზენიტო დანადგარები და მისი 30 240 საბრძოლო მასალა
ასევე უპილოტო საფრენი აპარატები. ლეოპარდის ტანკებისათვის საბრძოლო მასალები და სხვა სამხედრო სატრანსპორტო საშუალებები
ვეროკავშირი უკრაინულ სავადმყოფოებს 500 გენერატორს გადასცემს
პოლონეთის პრემიერი ტუსკი იწყებს უკრაინის საზღვრების განბლოკვას და ის, თავისი პირველი ვიზიტით, კიევში ჩადის
ამერიკის მიერ დამტკიცებულ უპრეცენდენტო სამხედრო ბიუჯეტში უკრაინისათვის 300 მილიონი დოლარია გამოყოფილი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა, განაცხადა, რომ ამერიკის მიერ გაყინული რუსული აქტივების უკრაინისათვის გადაცემის პროცედურის დაწყებამ, შესაძლოა აიძულოს მოსკოვი, გადახედოს ამერიკასთან დიპლომატიურ ურთიერთობას
ამერიკის პრეზიდენტმა საშობაოდ ყველა ის ადამიანი შეიწყალა ვინც კანონმდებლობით ამერიკის ტერიტორიაზე მარიხუანას მოხმარების გამო იდევნებოდა
ამერიკის ძალიან ბევრ შტატში, ისევე როგორც მის მეზობელ ქვეყნებში, კანაფის მოხმარება, საკუთარი დაკმაყოფილებისათვის ლეგალურია, თუმცა ამერიკაში არის შტატები, სადაც ეს აკრძალულია-ექსპერტები ამას წარსულის გადმონაშთს უწოდებენ და აღნიშნავენ რომ ბაიდენის ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების წინ
ამერიკის უმაღლესმა სასამართლომ უარი უთხრა ტრამპის საქმის პროკურორს სმიტს, განეხილა ამ უკანასკნელის ტრამპისათვის იმუნიტეტის უფლების ქონისა თუ არ ქონის საქმეზე მიმართვა
მოდით განვიხილ;ოთ დეტალურად რა ხდება
ამერიკის ექსპრეზიდენტ ტრამპს წაყენებული აქვს 90 ზე მეტი ბრალი-აქედან ყველაზე მძიმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა-საქმის განხილვა მომავალი წლის მარტში უნდა დაიწყოს და მასზე გადაწყვეტილებას ნაფიცი მსაჯულები მიიღებენ
ტრამპმა ბრალი გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, რომლის პროცესიც მომავალი წლის 9 იანვარს დაიწყება, ტრამპის აზრით ის როგორც ექსპრეზიდენტი ფლობს იმუნიტეტს და სასამართლოს არა აქვს უფლება ამ საკითხზე ის გაასამართლოს
იმ შემთხვევაში თუ სააპელაციო სასამართლო ჩათვლის რომ ტრამპი როგორც ექს პრეზიდენტი ამ საქმეზე არ ფლობს იმუნიტეტს, დონალდ ტრამპს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან 90 დღის ვადაში უფლება აქვს ეს განაჩენი ამერიკის უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივროს
ამ გზით ტრამპი ცდილობს რაც შეიძლება გაწელოს პროცესი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე-ამიტომ მისი საქმის პროკურორმა სმიტმა ერთი თვის წინ – პირდაპირ უმაღლეს სასამართლოს მიმართა ამ საკითხზე, რათა არ მიეცა ტრამპისათვის დროის მოგების შესაძლებლობა-თუმცა უმაღლესმა სასამართლომ პროკურორს უპასუხა რომ საქმე პროცედურების სრული დაცვით უნდა წარიმართოს და არ უნდა დაირღვეს თემიდას იერარქიული პრინციპი
ექსპერტები ამ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით ასკვნიან რომ ტრამპის საქმეში არაფერი პოლიტიკური არ არის და ამ უკანასკნელის მინიშნებები პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საფუძველს მოკლებულია
გერმანია ნელნელა და სრულად თავისუფლდება გაზპრომის“ გავლენისაგან-ექსპერტთა განცხადებებით, გერმანულ ბაზარზე რუსული კომპანიის 60% ნორვეგიულმა გაზმა ჩაანაცვლა, დანარჩენებს კი ამერიკული კომპანიები ანაცვლებენ
იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ თქვა რომ მოკავშირეებმა ომში უკრაინის დახმარების პალალელურად უნდა დაიწყონ მუშაობა ომის პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით დამთავრებისაკენ
ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 6 ჯერ კიდევ არ მოუწერია ხელი ხელშეკრულებისათვის უკრაინის ეროვნული უსაფრთხოება – ესენია პოლონეთი, ხორვატია, ავსტრია, მალტა, უნგრეთი და სლოვენია-მთთან მუშაობა გრძელდება
უკრაინამ ახალი სანქციები დააწესა 134 კომპანიასა და ფიზიკურ პირზე მათ შორის მოხდა უკრაინული წარმოშობის ბიზნესმენები ბრიტანეთიდან ლეონიდ ბლავატნიკი და კვიპროსიდან ვლადიმერ ერმოლაევი
აღსანიშნავია რომ ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩელსის ყოფილი მფლობელის, რუსი ოლიგარქის აბრამოვიჩის საჩიბარი, რომელივ ამტკიცებდა რომ მისი დასანქცირება უკანონოა და ის სანქციებიდან უნდა გათავისუფლდეს
ბრიტანეთის საჯარეო მინისტრმა კემერონმა გააკეთა მინიშნება რომ დიდი ბრიტანეთი კიდევ უფრო გაზრდის უკრაინულ დახმარებას
ომის გაშუქების ინსტიტუტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით რუსმა ოკუპანტებმა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ქიმიური იარაღი გამოიყენეს
რუსული ავიაციის კრახის შემდეგ რუსებმა მოიერიშეების გამოყენება უკრაინის ფრონტზე დროებით შეაჩერეს