მიწისძვრის ეპიცენტრი ამჯერადაც შემოქმედის თემის სოფელი გომი იყო
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრა 21 თებერვალს, თბილისის დროით 2 საათსა და 54 წუთზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გომთან (შემოქმედის თემი) მოხდა.
მისი მაგნიტუდის სიდიდე 3,5 (ML) შეადგენდა.